ადვოკატი აგრძელებს თარჯიმნის ჩვენებებიდან მისთვის მნიშვნელოვანი მონაკვეთების მოხმობას:
„ეს გოგონა[ანასტასია] გამოირჩეოდა აგრესიულობით ამბობს შორენა ტაბატაძე და მშვიდად წყნარად ჩასვეს მანქანაში. რა ნივთები ამოუღეს არ ახსოვს, რა ფული ამოუღეს არ ახსოვს, თუმცა ახსოვს რომ 3 ცალი რაღაც შეკვრები ამოუღეს ანასტასიას ჩანთიდან."
„შორენა ტაბატაძემ იცრუა იმასთან დაკავშირებით რომ გამოკითვისას მას განემარტა უფლებები და გაფრთხილებული იყო სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე. ვინაიდან ოქმში არ არის მისი ხელმოწერა."
„დაკითხვიდან გამომდინარე შორენა ტაბატაძე და ანაიდა საფარიანი არ იცნობდნენ პატაკის შინაარსს, მაგრამ მათ გამოკითხვის ოქმებში სიტყვა სიტყვით არის გადმოტანილი ის რაც წერია პატაკში."
„შორენა ტაბატაძემ დაადასტურა რომ 2020 წლიდან დასაქმებულია თარჯიმნად და ფაქტობრივად ყოველდღიურად უწევს მსგავს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა"
„ბუნდოვანი რჩება ის გარემოება კონკრეტულად სად იჯდა შორენა ტაბატაძე მანქანაში სადაც ანასტასია ზინოვკინას უტარებდნენ პირად ჩხრეკას".
ადვოკატი ამბობს:
„ანაიდა საფარიანმა აღიარა რომ არ არის სერტიფიცირებული თარჯიმანი"
„ანაიდა საფარიანმა დაადასტურა რომ 4 ცალი შეკვრა არტემ გრიბულს ამოუღეს მის ჯიბიდან ზუსტად რომელი ჯიბიდან ამოუღეს არ დაუნახავს"
„შორენა ტაბატაძის ხმაში იგრძნობა ღელვა, ხმა უკანკალებს, მისი ჩვენება ჰგავს დაზუთხული გაკვეთილის ჩაბარებას".
გამომძიებლებთან შეხვედრას ასე იხსენებს შორენა ტაბატაძე:
„სასამართლოში რაღაც საქმე მქონდა აქ ვიყავი, ანაიდა საფარიანსაც რარაც საქმე ჰქონდა, ნუ პროცესები არ ჩატარდა და გარეთ ვიდექით ამ დროს გამოიარა ბაქარმა გვკითხა სად მიდიხართ ჩვენ ვუთხარით სახლში ჩვენო წაგიყვანთო შემოგვთავაზეს და კიბატონო. დავსხედით და რახანც იყო ბარბარობა მოდიო გავჩერდეთ და ლობიანები შევჭამოთ. გავჩერდით. ამ დროს შსემოვიდა ზარი ბაქართვან, რავიცი ემილთან მემგონნი. ჩვენც დაგვირეკა სალომემ დაახლოებით ასე 5 საათი იქნებოდა ღამე არ იყო დამირეკეს და მითხრეს რომ ბაქარ ლებანიძეს სჭირდება თარჯიმანი".
აგრძელებს ადვოკატი დარია სამოდუროვა დასკვნით სიტყვის თქმას. მოწმე გამომძიებლების ჩვენებების ანალიზის შემდეგ ის თარჯიმანზე გადადის, ამ საქმეში პროკურატურის ნეიტრალურ მოწმეზე
თარჯიმნის როლი - წაიკითხეთ ამ კომენტარის პასუხებში.
ანაიდა საფარიანი - არტემ გრიბულის თარჯიმანი;
შორენა ტაბატაძე - ანასტასია ზინოვკინას თარჯიმანი:
დეტალური საუბრის შემდეგ ადვოკატი, დარია სამოდუროვა ირაკლი მუხათგვერდელისა და თამარ ძნელაძის ჩვენებას ასე აჯამებს:
1. ორივე მოწმე ვერ აღწერს რაში გამოიხატებოდა ბრალდებულების მხრიდან წინაამღდეგობის გაწევის ფაქტი.
2. ორივე მოწმე აცხადებს რომ ადგილზე მივედით ახალ შებინდებულზეო.
„ვინაიდან 17 დეკემბერს ადრე ღამდება ახალი შებინდებული იქნებოდა დაახლოებით 17:35 წუთი. ეს ზუსტად ის დროა, როდესაც ცკპდ-ში შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია. თუ დავუჯერებთ თამარ ძნელაძესა და ირაკლი მუხადგვერდელს გამომძიებლები მოვიდნენ დაახლოებით 5 წუთში, გააცნეს დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ... თუ დავუჯერებთ ამ ორ მოწმეს გამოდის რომ პირადი ჩხრეკა დაიწყო არა 18:15 საათზე არამედ დაახლოებით 17:40 საათზე, მაშინ როდესაც არც გამოძიება იყო დაწყებული არც დასაბუთებული ვარაუდი არსებობდა დადგენილების გამოტანისთვის", - ამბობს ადვოკატი.
ფორუმი