ყველა მტკიცებულების ანალიზის და დეტალური განხილვის შემდეგ ადვოკატი დარია სამოდუროვა დაკავებისას და შემდგომ განვითარებული მოვლენების დაცვის მხარის ვერსიას ასე ჰყვება:
„ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულს სახლიდან გამოსვლის მერე რამდენიმე წუთში თავს დაესხნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის თანამშრომლები, ჩასვეს მანქანაში, ზინოვკინას ირაკლი მუხადგვერდელი დაემუქრა გაუპატიურებით, არტემ გრიბულს ვიღაც ჭაღარა ხნიერი კაცი ემუქრებოდა ცემით, სანამ მის გვერდით მჯდომი სავარაუდოდ ჯემალ მირაზანაშვილი ქურთუკშუ უდებდა ნარკოტიკებს".
„მათ დააწყობინეს წინა სავარძლების ზურგებზე ხელები და უკრზალავდნენ თავის მიტრიალებას, ანასტასიას წაართვეს ჩანთა და ჩაუდეს ნარკოტიკი, არტემს გაახდევინეს ქურთუკი და ჩაუდეს ნარკოტიკი. შემდეგ მოვიდნენ თარჯიმნები და გამომძიებლები და ჩაატარეს მორიგი ჩხრეკა რა დროსაც ხელსახოცში გახვეული წონაკები ამოუღეს".
„წონაკები ჩააგდეს სპეც პაკეტში, ხოლო ხელსახოცი გადააგდეს. რატომ გადააგდეს ხელსახოცი? ხელსახოცზე დარჩებოდა პოლიციის თანამშრომლის დნმ".
„ალტერნატიული გამოძიების ფარგლებში ხელსახოცზე თუ დაინიშნებოდა ბიოლოგიური ექსპერტიზა დაცვის მხარე არამარტო ამხელდა ნარკოტიკების ჩადებაში პოლიციის თანამშღომელს არამედ ეს გახდებოდა ბრალის წაყენების საფუძველი".
„ სრულიად უდანაშაულო ადამიანებს პროკურატურა ედავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა შენახვას, აღნიშნული დანაშაული სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას".
„ბრალდების მხარის მტკიცებულებები არის ურთიერთ საწინაამღდეგო გამომრიცხავი და უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები".
ბიოლოგიური ექსპერტიზა - ადვოკატი, დარია სამოდუროვა აცხადებს, რომ ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში არტემ გრიბულის დნმ ხელოვნურად მოიპოვეს.
არტემ გრიბულის დნმ ამოვიდა, როგორც არტემისთვის ცადებული ისე ზინოვკინასთვის ჩადებული წონაკების შესაფუთ მასალაზე. დნმ კვალი არ ამოსულა იზოლაციით დაფარულ ზიპ პაკეტებზე. არსადაა ანასტასია ზინოვკინას ბიოლოგიური კვალი, მათ შორის არც მისი ჩანთიდან ამოღებულ პაკეტებზე.
„არტემ გრიბულმა გაიხსენა დაკავების შემდეგ ცკპდ-ში განვიტარებული მოვლენები, როგორც ცდილობდნენ მისთვის ეჭმია რამე საკვები, როგორ დაალევინეს ჭიქიდან წყალი და ეს ჭიქა თან წაიღეს, წყლის დალევისას ჭიქაზე დარჩებოდა ბიოლოგიური კვალი, ნერწყვი. ასევე ბინის ჩხრეკისას აბაზანაში ჩაკეტილ პირს ტავისუფლად შეეძლო მოეძიებინა არტემის რაიმე პირადი ნივთი, რომელზრ იქნებოდა ბიოლოგიური კვალი დარჩენილი", - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატი აცხადებს, რომ კითხვები აქვს ამოღებულ სასწორზეც, რომელზეც პროკურორის თქმით, ნარკოტიკის კვალი იყო.
„ვიდეოზე ჩანს რომ სასწორს არ აქვს სახურავი, მტკიცებულებების გამოკვლევისას პროკურორმა მოგვიტანა სახურავიანი სასწორი", - ამბობს ადვოკატი, დარია სამოდუროვა.
12:15 - ბინის ჩხრეკის ეპიზოდი - ადვოკატიც თქმით, აქაც წინააღმდეგობებია ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებს შორის. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩხრეკის ამსახველი ვიდეოა, რომელიც საქმეში დევს. ადვოკატის თქმით, ჩხრეკა ზერელედ და ზედაპირულად ჩატარდა:
„ვიდეო გადაღება იწყება არა სადარბაზოდან არამედ ბინის მისაღები ოთახიდან".
„ჩხრეკა მიმდინარეობდა ზედაპირულად. არ იქნა შემოწმებული კარადების ზედა თაროები, ზერელედ დათვალიერდა სამზარეულო. ბინას აქვს 5 აივანი და არც ერთი მათგანი არ იქნა დათვალიერებული".
„ბინის ჩხრეკა იმდენად ზედაპირულია რომ პოლიციის თანამშრიმლებმა ბინაში ვერ იპოვეს 2 დიდი კატა. შთაბეჭდილება იქნმნებოდა თითქოს პოლიციისთვის ცნობილი იყო სად იდო ის რასაც ვითომ ეძებდნენ".
ფორუმი