„აქვე, თუ გამოიცნობთ, გამოიწვია თუ არა, რომელიმე ამ საკითხმა უხერხულობა ბატონ ნუგზარ ჭიტაძესთან, რომელმაც ჩხრეკის კანონიერების შესახებ შუამდგომლობა მოამზადა და წაიკითხა?", - სვამს კითხვას ადვოკატი, თუთბერიძე და თავადვე პასუხობს:
„არა, ბატონო მოსამართლევ, არ გამოუწვევია.მეტიც, პროკურორი ჯემალ მირაზანაშვილის პატაკის პლაგიატით დაკავდა და ცრუპოლიციელის ცრუპატაკი, უბრალოდ, გადაწერა. 18/12/2014-ის შუამდგომლობაში, მესამე აბზაცში ვკითხულობთ: „გამოძიებას საფუძვლად დაედო ინფორმაციული პატაკი, რომლის თანახმადაც [...] ინახავენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში მდებარე [...]. აღნიშნული ინფორმაცია მიღებისთანავე მოვახსენე ხელმძღვანელობას.“
პროკურორს, ქალბატონო ნინო, ერთადერთი აბზაცი აქვს ამ შუამდგომლობაში, რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას და მისი მესამე პირში გადაყვანა დაავიწყდა.
ამითი და კიდევ იმით, რომ ბრალდების წარმომადგენელი უბრალოდ შსს-ს ნაკარნახევი სიცრუის გადაწერით არის დაკავებული პოლიტიკურ საქმეებზე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მირაზანაშვილი კრებსითი სახელია და, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეები ერთი, დანაშაულებრივი მიზნით მოქმედებენ - პასუხისგებაში მისცენ უდანაშაულო ადამიანები", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
ადვოკატს მიაჩნია, რომ „ცრუ პოლიციელების ჩვენებების ანალიზზე დროის დაკარგვას არ აპირებს", რადგან ისინი არც იმსახურებენ დიდი დროის დათმობას.
ადვოკატის თქმით, სიცრუეა გამომძიებლების მტკიცება, რომ მათ ანასტასია ზინოვკინა წინააღმდეგობას უწევდა, იგივე გარემოებები არტემ გრიბულთანაც.
„ამ უტყუარი ინფორმაციის მოპოვების შემდეგ, პატივცემულო მოსამართლევ, ცრუგამომძიებელი ემილ კუპრავა სასწრაფოდ იღებს დადგენილებას არტემისა და ანასტასიას პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ, აბა, თუ გამოიცნობთ, სად?
ბუდაპეშტის 48 ნომერში, იქ, სადაც ჯერ კონფიდენტმა, შემდეგ ჯემალამ პატაკში, შემდეგ იგივე ჯემალმა გამოკითხვის ოქმში დააფიქსირეს, 18:16 წუთზე იწყება და 25 წუთში მთავრდება ჩხრეკა, სადაც, ოქმის თანახმად, ზინოვკინა, გოგონა დაზიანებული ხერხემლით გააფთრებულ ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა ყოლიციელებს.
სწორედ ამიტომ, პოლიციელებმა ვერ გამოიყენეს ვიდეოფიქსაციის საშუალებები. ამ წინააღმდეგობის ხუთწამიანი მონაკვეთის ასასახადაც კი. სახელი და გვარი კრებსითია, როგორც აღინიშნა, თუმცა უნდა ითქვას ქალბატონი პოლიციელის გვარი, ვინც ამ ძალიან სანდო დოკუმენტს ხელს აწერს, როგორც ჩხრეკის მონაწილე - თამარ ძნელაძე და თარჯიმანი შორენა ტაბატაძე. მე ამ ადამიანებზე ბევრს არ ვისაუბრებ, არ მგონია, რომ თქვენი დროის დახარჯვად ღირს".
„პოსლეზე დაჭერა... ნისიაზე დაჭერა ჰქვია ამას", - ამბობს ადვოკატი ჟარგონით და აინტერესებს, რა „გაპრავებას" მოუძებნის ამას ადვოკატი.
ფორუმი