Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

12:57 1.9.2025

„17 დეკემბრის ავბედით დღეს, მოხდა რამდენიმე რამ", - ამბობს შოთა თუთბერიძე და ჩამოთვლის კიდეც მათ. მისი სიტყვა ერთროულად ირონიულიცაა და კატეგორიულიც.

- ჯემალ მირაზანაშვილმა მიიღო ინფორმაცია კონფიდენტისგან;
- ჯემალ მირაზანაშვილი გამოიკითხა;
- ჯემალ მირაზანაშვილმა გადაამოწმა ბრალდებულები ბაზებში;
- გამოიცა დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის შესახებ;
გაიცა დავალება ბრალდებულთა ჩხრეკის შესახებ;

„თუ გამოიცნობთ, პატივცემულო მოსამართლევ, ამ დროის განმავლობაში, რას აკეთებდნენ „ნარკორეალიზატორთა ჯგუფი“? ბრალდების ვერსიით, ისინი ბუდაპეშტის ქუჩა N48-ის მიმდებარედ იყვნენ და ელოდებოდნენ როდის დასრულდებოდა ეს ქაღალდომანია და საქმის შეკერვა, რომ დროზე დაეკავებინათ და ბრალი წაეყენებინათ. ჩვენ გვსურს გთხოვოთ, ქალბატონო ნინო, განაჩენში იმსჯელოთ, თუ რას აკეთებდნენ ისინი ადგილზე ამდენ ხანს - თქვენი ვერსიაც ძალიან საინტერესო იქნება", - ამბობს ის.

12:54 1.9.2025

შოთა თუთბერიძის თქმით, მისი პირველი საქმეა, როცა დაკავებაში მონაწილე პოლიციელი თავად არის ბრალდებული - ირაკლი მუხათგვერდელი.

„მართალია, სასამართლომ, მის შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დარღვევა ვერ დაინახა, ოპერატიული მანქანიდან, ნასვამ მდგომარეობაში, იარაღიდან საჯარო ადგილზე სროლაში, თუმცა, როგორც ჩანს, ამითი ქართველი თემიდა სინდისის პატიმრების მიმართ გამოჩენილ მაღალ სტანდარტს აბალანსებს - სადღაც შუაში ნორმალური გამოდის, საბოლოოდ", - აცხადებს ადვოკატი.

ამ თემაზე წაიკითხეთ აქ

12:53 1.9.2025

12:52- დაკავების ეპიზოდი. შოთა თუთბერიძე ამბობს:

„ბრალდებული ზინოვკინა დააკავეს 17 დეკემბრის 18:41 საათზე. რა თქმა უნდა, ბუდაპეშტის 48 ნომერში. გრიბულიც, ამავე მისამართზე დააკავეს, 1 წუთით განსხვავებით, თითქმის იგივე დროს".

„ამასთან, პატივცემულო მოსამართლევ, აღფრთოვანებას იწვევს პოლიციელთა სინქრონული მუშაობა. ალბათ მოცეკვავეთა ანსამბლს შეშურდებოდა ის თანხვედრა დროებში, რაც ბრალდებულთა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებშია მოცემული - ძალით, უნიჭოდ აცდენილი თითო-ოროლა წუთით"

„ოღონდ, ბატონო მოსამართლევ, თუ გამოიცნობთ, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, აგრესიის მიუხედავად, პასუხობდნენ თუ არა ისინი პოლიციელთა კითხვებს? ცხადია.

„სხვაგვარად ემილ კუპრავა და თამარ ძნელაძე ხომ ვერ მოიგონებდნენ ბრალდებულთა განათლებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას? ხომ არ მოიგონებდნენ ახლობლების ტელეფონების ნომრებს, რუსეთში საცხოვრებელ ადგილებს? შესაძლოა, ყვირილით პასუხობდნენ და სწორედ ეს ჩაითვალა წინააღმდეგობის გაწევად და აგრესიად. ქალბატონო ნინო, ჩვენ, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ოქმის მხოლოდ ეს ნაწილია სიმართლე, ხოლო დანარჩენი - მტკნარი სიცრუე".

12:50 1.9.2025

უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აქციების პარალელურად დააკავეს და ქართულ ციხეში სხედან, თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. რას ედავებიან მათ?

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG