ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებულებს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი არ უთქვათ, უფრო მეტიც, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რას აწერდნენ ხელს.
„ოქმის მიხედვით არტემ გრიბული და ანასტასია ზინოვკინა უარს აცხადებენ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. აღსანიშნავია ის რომ ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ ოქმები არ არის ცალცალკე შედგენილი. შედგენილია ერთობლივი ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ბაქარ ლებანიძე[გამომძიებელი] და ანაიდა საფარიანი[თარჯიმანი]. ის რომ ოქმი გადაუთარგმნეს ბრალდებულებს ოქმზე არ არის მითითებული, რაც ნიშნავს იმას რომ შედგენილი ოქმის შესახებ ბრალდებულებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ და ოქმი არ ასახავდა მათ ნამდვილ ნებას".
ადვოკატი ამბობს, რომ ეკა გოგისვანიძის 2024 წლის 17 დეკემბრის გამოკითხვის ოქმი დაუშვებელი მტკიცებულებაა ვინაიდან შედგენილია „კანონის დარღვევით“.
„გამოკითხვის ოქმის შემდგენია მ.ჯაფარიძე. ოქმიდან არ ირკვევა ოქმის შემდგენის ვინაობა. ოქმში ასახული არ არის კონკრეტულად სად იქნა შედგენილი გამოკითხვის ოქმი", - ამბობს ის.
ამას გარდა ამბობს, რომ გამოკითხვა ღამის საათებშია ჩატარებული, რაც დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, ეს აუცილებლობა კი დასაბუთებული არ არის.
დარია სამოდუროვას თქმით, „ნერწყვის ნიმუშის აღების თაობაზე თანხმობა არ არის დათარიღებული, ასევე არ არის მითითებული კონკრეტული ადგილი, რაც ეჭვ ქვეშ აყენებს აღნიშნულის ავთენტიკურობას".
ადვოკატი ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების სანდოობას აყენებს ეჭვის ქვეშ, რომელიც ღამით ჩატარდა.
ფორუმი