Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

11:38 1.9.2025

ადვოკატი დარია სამოდუროვა ასრულებს იმ მტკიცებულებების ჩამოთვლას, რომელსაც დაუშვებლად და უკანონოდ მოპოვებულად მიიჩნევს და ამბობს:

„საქმეში არსებული მტკიცებულებათა 90% არის მოპოვებული კანონის უხეში დარღვევით. საქმეში არსებული მტკიცებულებების 90% არის დაუშვებელი მტკიცებულება".

„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, დასაშვებ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმდენაც მცირეა რომ ვერ აკმაყოფილებს ალბათობის მაღალ სტანდარტსაც კი, საუბარი ზედმეტია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტზე".

„დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ეს სისლხის სამართლის საქმე საერთოდ არ უნდა გადაცემულიყო საქმის არსებითად განსახილველ სტადიაზე. დაუშვებელი მტკიცებულებებით დაკომპლექტებული სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვა დავასრულეთ".

„განხილვის პროცესში უტყუარად დადასტურდა ის რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები არის კანონსაწინაამღდეგო და დაუშვებელი, სისხლის სამართლის საქმე შეკერილი ,ხოლო ნარკოტიკული ნივთიერება ჩადებული".

11:42 1.9.2025

ადვოკატ, დარია სამოდუროვას დასკვნითი სიტყვის მეორე ეტაპი (საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ), სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს ეთმობა, მათ შორისაა მოწმე გამომძიებლების დაკითხვა, ექსპერტიზები, ნივთმტკიცებები..

11:43 1.9.2025

პირველი მოწმე, ჯემალ მირაზანაშვილია - ადვოკატი ამბობს, რომ „ჯემალ მირაზანაშვილმა განმარტა რომ მან პირადადად, თავისი მომხმარებლის მეშვეობით გადაამოწმა პოლიციის სპეცალური ელექტრონული ბაზაში ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის მონაცემები რათა, მოეხდინა მათი იდენტიფიკაცია (14:43:40).საპირისპიროზე მეტყველებს პოლ.ჯი-დან ამოღებული ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პერსონალური მონაცემების ზედა მარჯვენა კუთხეში მითითებული მომხმარებლის ვინაობა და ბეჭვდის საათი ემილ კუპრავა - 23:07".

ადვოკატს მიაჩნია, რომ მოწმე მირაზანაშვილმა „იცრუა“.

11:44 1.9.2025

მოწმე - არჩილ ნაცვლიშვილი.

ადვოკატის თქმით, სიცრუეა მისი მტკიცება, რომ „ჯემალ მირაზანაშვილი გამოკითხა და მოიპოვა ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პერსონალური მონაცემების საზღვრის კვეთის მონაცემთა ბაზიდან".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG