ადვოკატს მიაჩნია, რომ „ცრუ პოლიციელების ჩვენებების ანალიზზე დროის დაკარგვას არ აპირებს", რადგან ისინი არც იმსახურებენ დიდი დროის დათმობას.
„აქვე, თუ გამოიცნობთ, გამოიწვია თუ არა, რომელიმე ამ საკითხმა უხერხულობა ბატონ ნუგზარ ჭიტაძესთან, რომელმაც ჩხრეკის კანონიერების შესახებ შუამდგომლობა მოამზადა და წაიკითხა?", - სვამს კითხვას ადვოკატი, თუთბერიძე და თავადვე პასუხობს:
„არა, ბატონო მოსამართლევ, არ გამოუწვევია.მეტიც, პროკურორი ჯემალ მირაზანაშვილის პატაკის პლაგიატით დაკავდა და ცრუპოლიციელის ცრუპატაკი, უბრალოდ, გადაწერა. 18/12/2014-ის შუამდგომლობაში, მესამე აბზაცში ვკითხულობთ: „გამოძიებას საფუძვლად დაედო ინფორმაციული პატაკი, რომლის თანახმადაც [...] ინახავენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში მდებარე [...]. აღნიშნული ინფორმაცია მიღებისთანავე მოვახსენე ხელმძღვანელობას.“
პროკურორს, ქალბატონო ნინო, ერთადერთი აბზაცი აქვს ამ შუამდგომლობაში, რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობას და მისი მესამე პირში გადაყვანა დაავიწყდა.
ამითი და კიდევ იმით, რომ ბრალდების წარმომადგენელი უბრალოდ შსს-ს ნაკარნახევი სიცრუის გადაწერით არის დაკავებული პოლიტიკურ საქმეებზე, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ მირაზანაშვილი კრებსითი სახელია და, ამ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეები ერთი, დანაშაულებრივი მიზნით მოქმედებენ - პასუხისგებაში მისცენ უდანაშაულო ადამიანები", - ამბობს შოთა თუთბერიძე.
უკრაინისა და რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც აქციების პარალელურად დააკავეს და ქართულ ციხეში სხედან, თავს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ. რას ედავებიან მათ?
12:52- დაკავების ეპიზოდი. შოთა თუთბერიძე ამბობს:
„ბრალდებული ზინოვკინა დააკავეს 17 დეკემბრის 18:41 საათზე. რა თქმა უნდა, ბუდაპეშტის 48 ნომერში. გრიბულიც, ამავე მისამართზე დააკავეს, 1 წუთით განსხვავებით, თითქმის იგივე დროს".
„ამასთან, პატივცემულო მოსამართლევ, აღფრთოვანებას იწვევს პოლიციელთა სინქრონული მუშაობა. ალბათ მოცეკვავეთა ანსამბლს შეშურდებოდა ის თანხვედრა დროებში, რაც ბრალდებულთა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმებშია მოცემული - ძალით, უნიჭოდ აცდენილი თითო-ოროლა წუთით"
„ოღონდ, ბატონო მოსამართლევ, თუ გამოიცნობთ, წინააღმდეგობის გაწევის მიუხედავად, აგრესიის მიუხედავად, პასუხობდნენ თუ არა ისინი პოლიციელთა კითხვებს? ცხადია.
„სხვაგვარად ემილ კუპრავა და თამარ ძნელაძე ხომ ვერ მოიგონებდნენ ბრალდებულთა განათლებისა და ოჯახური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას? ხომ არ მოიგონებდნენ ახლობლების ტელეფონების ნომრებს, რუსეთში საცხოვრებელ ადგილებს? შესაძლოა, ყვირილით პასუხობდნენ და სწორედ ეს ჩაითვალა წინააღმდეგობის გაწევად და აგრესიად. ქალბატონო ნინო, ჩვენ, თქვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ ოქმის მხოლოდ ეს ნაწილია სიმართლე, ხოლო დანარჩენი - მტკნარი სიცრუე".
ფორუმი