Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ზინოვკინა-გრიბულის საქმე
ზინოვკინა-გრიბულის საქმე

ზინოვკინა-გრიბულის საქმე - ლაივბლოგი (01/09/2025)

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოსამართლეების ანასტასია ზინოვკინას და არტემ ბრიგულის ადვოკატების დასკვნით სიტყვებს მოისმენს დღეს სასამართლო. ადვოკატები: შოთა თუთბერიძე, დარია სამოდუროვა სხდომას სასამართლოს დარბაზიდან აშუქებს ჟურნალისტი სალომე ჩადუნელი.

12:54 1.9.2025

შოთა თუთბერიძის თქმით, მისი პირველი საქმეა, როცა დაკავებაში მონაწილე პოლიციელი თავად არის ბრალდებული - ირაკლი მუხათგვერდელი.

„მართალია, სასამართლომ, მის შემთხვევაში, მაინცდამაინც დიდი დარღვევა ვერ დაინახა, ოპერატიული მანქანიდან, ნასვამ მდგომარეობაში, იარაღიდან საჯარო ადგილზე სროლაში, თუმცა, როგორც ჩანს, ამითი ქართველი თემიდა სინდისის პატიმრების მიმართ გამოჩენილ მაღალ სტანდარტს აბალანსებს - სადღაც შუაში ნორმალური გამოდის, საბოლოოდ", - აცხადებს ადვოკატი.

ამ თემაზე წაიკითხეთ აქ

12:57 1.9.2025

„17 დეკემბრის ავბედით დღეს, მოხდა რამდენიმე რამ", - ამბობს შოთა თუთბერიძე და ჩამოთვლის კიდეც მათ. მისი სიტყვა ერთროულად ირონიულიცაა და კატეგორიულიც.

- ჯემალ მირაზანაშვილმა მიიღო ინფორმაცია კონფიდენტისგან;
- ჯემალ მირაზანაშვილი გამოიკითხა;
- ჯემალ მირაზანაშვილმა გადაამოწმა ბრალდებულები ბაზებში;
- გამოიცა დადგენილებები გადაუდებელი აუცილებლობის გამო პირადი ჩხრეკის შესახებ;
გაიცა დავალება ბრალდებულთა ჩხრეკის შესახებ;

„თუ გამოიცნობთ, პატივცემულო მოსამართლევ, ამ დროის განმავლობაში, რას აკეთებდნენ „ნარკორეალიზატორთა ჯგუფი“? ბრალდების ვერსიით, ისინი ბუდაპეშტის ქუჩა N48-ის მიმდებარედ იყვნენ და ელოდებოდნენ როდის დასრულდებოდა ეს ქაღალდომანია და საქმის შეკერვა, რომ დროზე დაეკავებინათ და ბრალი წაეყენებინათ. ჩვენ გვსურს გთხოვოთ, ქალბატონო ნინო, განაჩენში იმსჯელოთ, თუ რას აკეთებდნენ ისინი ადგილზე ამდენ ხანს - თქვენი ვერსიაც ძალიან საინტერესო იქნება", - ამბობს ის.

12:59 1.9.2025

ბინის ჩხრეკის ეპიზოდი.

„თუ გამოიცნობთ, ბატონო მოსამართლევ, როცა ბინის ორივე მაცხოვრებელი დაკავებულია, რა საფუძველი არსებობს ბინაში ჩხრეკის ჩასატარებლად?", - ისე შოთა თუთბერიძის კითხვაა და იქვე პასუხიც:

„რა თქმა უნდა, ძველი, გამოცდილი მეთოდი - გადაუდებელი აუცილებლობა. რეცეპტი მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის. საინტერესოა, რას უნდა გაენადგურებინა მტკიცებულებები დაკეტილ ბინაში? ალბათ კატებს, რომლებიც, სხვათა შორის, ჩხრეკის ბრწყინვალე ოსტატებმა ვერ იპოვეს. სამწუხაროდ, ბატონ მირაზანაშვილს და ყველა დანარჩენს „პირად კონტაქტზე მყოფი პირისგან, რეალური და რეალიზებული“ ინფორმაცია არ გააჩნდათ, რომ კატები ასევე ამ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყვნენ".

13:00 1.9.2025

„აღსანიშნავია, ვიდეო-„მტკიცებულება“, რომელიც იწყება უკვე კარგად მომზადებული სცენის ცენტრიდან, სადაც ყველაფერი ბრწყინვალედ თამაშდება", - ამბობს თუთბერიძე და აგრძელებს დასკვნით სიტყვას:

„პოლიციელები მშვიდად, პროფესიონალურად ჩხრეკენ ბინას, როგორც ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი პოლიციელი ამბობს ხოლმე, „ბუჯუნობენ“, რა დროსაც მიადგებიან ნარკოტიკებით სავსე ტუმბოს და გაოცებული სახით უყურებენ ნაპოვნ ნივთებს.

არ დაგვავიწყდეს, ამ უნიჭო არტისტებმა კატები ხომ ვერ იპოვეს, მაგრამ აივანზე გასვლაც დაავიწყდათ. როგორც ერთ-ერთმა პოლიციელმა აღნიშნა, უკვე ნაპოვნი ჰქონდათ ნარკოტიკი და, ამიტომაც.

ცხადია, რომ ეს ვიდეო-სპექტაკლი გასაზიარებელი მტკიცებულება არ გახლავთ. ის არც კანონიერი იყო, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსამართლე კურტანიძე მაინცდამაინც დიდი სკურპულოზურობით არ გამოირჩევა ასეთ საკითხებში".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG