„განსაკუთრებული ბოროტებაა შსს-ს ქმედება, როცა სრულიად უცხო ადამიანი, ბინის მეპატრონე ჩართეს სიცრუის მანქანის მუშაობაში", - ასე ფიქრობს ადვოკატი და ეკა გოგისვანიძის ჩვენებიდან მოჰყავს მაგალითი, როგორც დასტურისა, რომ მოწმეს ტყუილის თქმა არ უნდა, თუმცა პოლიციელები აიძულებენ.
„მისი ჩვენება არის მაგალითი, როგორ არ უნდა მოწმეს ტყუილის თქმა და როგორ ოსტატურად ცდილობს პოლიციელი მას, მეტნაკლებად, კომფორტი შეუქმნას და შექმნას ილუზია, რომ ტყუილის თქმა სავალდებულო არ არის, რომ „აქ ტყუილი არაფერი წერია...
ჩხრეკაზე ეკა გოგისვანიძე, მრავალგვერდიან ჩვენებაში, სულ ორი წინადადება უწერია: „ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ხსენებულ მოქირავნე პირთა პასპორტები, დოკუმენტაცია, ფულადი თანხა, ელექტრო ტექნიკა, ასევე, ორ ცალ ზიპ პაკეტში არსებული თეთრი ფერის ფხვიერი ნივთიერება, ელექტრო-სასწორი და ნიღაბ, რომლებიც დაილუქა ადგილზე“.
ბატონო მოსამართლევ, თუ გამოიცნობთ, 40 წლის საქაერონავიგაციაში დასაქმებული ქალბატონი რატომ მეტყველებს 45 წლის, 10-15 წლიანი სტაჟის მქონე პოლიციელივით? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ მისი მხოლოდ ბაგეა, ხოლო მისი აზრები ნამდვილად ცრუპოლიციელებს ეკუთვნით", - ამბობს თუთბერიძე.
ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ჩხრეკის ჩამტარებელი პოლიციელების ჩვენებები აბსურდულია:
„ბატონო მოსამართლევ, თუ გამოიცნობთ, რატომ არის ჩვენები ასე აბურდული, ცუდად შეკერილი და ჯემალ მირაზანაშვილისა და სხვა ცრუპოლიციელების სინდისივით დანაკუწებული? ცხადია, იმიტომ, რომ ისინი სიყალბეა".
შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ ახლა მიმოიხილავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელსაც მოსამართლე ამ საქმეში ვერ ნახავს და მოუწოდებს მას გამოიკვლიოს ისინი. მისი თქმით, ეს მტკიცებულებები რომ საქმეში არაა ბრალების მხარის დანაშაულია, სასამართლომ კი დაცვის მხარეს არ მისცა მათი მოპოვების შესაძლებლობა.
„პატივცემულო მოსამართლევ, მე მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენ ისინი დაინახოთ. დაინახოთ იმიტომ, რომ ეს მტკიცებულებები საქმეში თქვენ გამო არ არის, ბრალდების მხარის გამო არ არის. თქვენ გამო იმიტომ, რომ პოლიციის ფორმიანებმა იციან, რომ სასამართლო სამართალს კი არა, მხოლოდ ნაკერი საქმეების სისქეს მიაქცევს ყურადღებას. იმიტომ, რომ თქვენ არ მიეცით ამ უდანაშაულო ადამიანებს საშუალება, დაეცვათ თავი და წარმოედგინათ მტკიცებულებები", - ამბობს ადვოკატი და მაგალითების ჩამოთვლას იწყებს.
რა არ არის საქმეში შოთა თუთბერიძის თქმით:
1. „ამ საქმეში არ არის ვიდეოკადრები, რომელიც იმ სუპერმარკეტის კამერებმა გადაიღეს, სადაც მათ მიმართ ეს საშინელი შურისძიება განხორციელდა. როცა სათათბიროდ გაბრძანდებით, თქვენ ეს ვიდეოკადრები უნდა ნახოთ."
2. „ამ საქმეში არ არის ადგილზე მყოფი მოწმეების ჩვენებები - ისინი იქ ნამდვილად იყვნენ. თქვენ ეს ჩვენებები უნდა გაიგოთ".
3. „ამ საქმეში არ არის შეშინებული ტაქსის მძღოლის ჩვენება და სინდისის პატიმრების გადაადგილების მარშუტები - თქვენ ამას უნდა ხედავდეთ".
4. „ამ საქმეში არ არის ბინის ჩხრეკის დროს, ბინაში შესვლისა და ნარკოტიკების დადების კადრები - თქვენ ამ კადრებს გონებაში უნდა ატრიალებდეთ".
5. „ამ საქმეში არ არის ობიექტურ მოწმეთა ჩვენებები - თქვენ ამ ჩვენებებს უნდა კითხულობდეთ".
ფორუმი