13:44 - ირაკლი ქერაშვილის საბოლოო სიტყვა:
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს რომლებიც უდიდეს მხნეობას მანიჭებენ, განსაკუთრებით ჩემს დას მინდა გადავუხადო მადლობა.... ძალიან მიყვარხარ, აჩვენე სიძლიერე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ადვოკატებს, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძოდნენ ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლდა და ვფიქრობ, დაამტკიცეს".
“მიუხედავად იმისა რომ თქვენზე არანაკლებ საპასუხისმგებლო პროფესიის წარმომადგენელი გახლავართ, ყოველთვის უდიდესი კრძალვითა და პატივისცემით ვიყავი განმსჭვავული თქვენი პროფესიისადმი და სასამართლოს, როგორც ინსტიტუციისადმი, ვინაიდან თქვენს ხელშია ჯანმრთელი ადამიანის თავისუფლება. ჩემი ღრმა რწმენით, თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, როგორც სასამართლო, ისე მედია, ადამიანის უფლელებთან ერთად წარმოადგენს დემოკრატიის ფუნდამნეტს.
თუმცა აქ სამართალს ვეღარ ვხედავ…
სწორედ აღნიშნული ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის გამო ვისჯებით და უკანონო პატიმრობაში ვიმყოფებით აგერ უკვე 9 თვეა.
იმედი მაქვს, თქვენც იაზრებთ, რომ სამართლიანობა, დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და თავისუფლება მოსამართლისთვის ფუნდამენტია და მათ არ ქონის შემთხვევაში, მოსამართლეს ერთი ნაბიჯი აშორებს ღრმადპატივსაცემი პროფესიიდან ჯალათობამდე.
სამწუხაროდ, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ მაქვს, არა იმიტომ რომ დამნაშავე ვარ, არამედ მაქვს განცდა, რომ სასამართლო მიკერძოებულია, თუმცა, იმედს არ ვკარგავთ.
მინდა მივმართო რეჟიმს, იმის მიუხედავად, რომ ცდილობთ ციხის 4 კედლით შეგეშინებინეთ, თქვენდა სამწუხაროდ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ მაღალი AQ მქონე პირი ვარ. ვინაიდან რეჟიმის წარმომადგენლები დაბალი IQ-ს მქონე პირები არიან, განვმარტავ, AQ - ნიშნავს ადაპტიურობის ინტელექტს”.
„იმისდა მიუხედავად, რომ პროკურატურა ჩვენს მიმართ ბოროტებას სჩადის, მომავალში სავარაუდოდ გადავიკვეთებით როგორც ექიმი და პაციენტი, მაგრამ მე მოგიტევებთ დანაშაულს და კეთილსინდისიერად განვახორციელებ პროფესიულ ვალდებულებას".
„მინდა სიძლიერე და შემართება შეინარჩუნოს ჩემმა ოჯახმა, დამ მეუღლემ, მოგიწოდებთ ბოლომდე იბრძოლეთ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი ქვეყნისაა".
13:42 - ირაკლი ქერაშვილმა შესვენება მოითხოვა, მოსამართლე წინააღმეგია. თუ მოსმენა არ გინდათ გადითო.
[„დავასრულოთ, დავასრულოთ, მე გადავწყვეტ, როდის იქნება შესვენება", - ამბობს მოსამართლე]
[ფეხზე დგება ირმა ჭკადუა, თეთრაშვილის ბებია შემოუშვითო, აწყვეტინებს სიტყვას - დაბრძანდითო].
13:13 - ონისე ცხადაძის სიტყვა:
„საქმესთან დაკავშირებით მაქვს განყენებული კითხვა".
[მოსამართლე: საქმეზე ისაუბრეთ]
ცხადაძე: „მოასწრებთ ჩვენს გასამართლებას ზეგამდე [რამდენიმე დღეში იწურება ე.წ. წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა - თუ ამ ვადაში განაჩენი არ გამოცხადდება, დემონსტრანტების გათავისუფლება მოუწევთ]…"
[მოსამართლე: მომიწევს გაგაძევოთ]
„წლები მოაკლეს ბიჭებს, მე კეთილი ვარ, ანდრო ჩემზე კეთილია, თქვა, რომვაჟა თოდუა რომ შემხვდეს ქუჩაში ძაან დიდ სიკეთეს გავუკეთებ და ასე გადავუხდი სამაგიეროს..
ჩემს მისამართით რაც დააშავეთ, მიპატიებია, მაგრამ ქვეყანას რასაც უშავებთ ნურას უკაცრავად".
„ამ ქვეყანაში საზოგადოება იზრდება და მთავრობები ვერ იზრდებიან... შეიცვალა მთავრობა, დაიჭირეს სამი პოლიტიკოსი და თქვენნაირები გარეთ რჩებიან, თქვენნაირები აკეთებენ იგივეს...
ამ დარბაზში ახლა არის დედაჩემი, დაახლოებით იმ ასაკსი დაკარგა დედა, რა ასაკშიც მამა დავკარგე .. და ფეხზე დგას, ამის შემდეგ მე რა წამაქცევს?
მე ეგეთი შეგრძნება მაქს, რომ არავიზე ადრე არ მინდა დავტოვო ციხე, მინდა ყველა მალე და ერთად გავიდეთ, მაგრამ მაინც მინდა გითხრათ როგორი ადამიანია დედაჩემი
ერთადერთხელ გამაგდეს სკოლიდან გაკვეთილიდან და დედაჩემმა გამაგდო, მე არაფერ შუაში ვიყავი, ძმაკაცთან ერთად გამაგდო, როცა გავუბრაზდი მე რატომ გამაგდე მეთქი იმას ვერ გავაგდებდიო, ვერ დაჩაგრავდა, ჩაგვრა არ მასწავლა... ასეთი ადამიანების გაზრდილი ვარ მე.."
ონისე ცხადაძე საუბრობს გიორგი თარგამაძის ფორმულაზე, რომლის ბეგრაუნდზეც ხაზები მოძრაობს და ერთმანეთს კვეთს, ისე ვაკვირდებოდი ყველა სტუმარი გამომრჩაო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არც ერთი სტუმარი არ გამომრჩენია, ამის იმის თქმა მინდა, რომ ძალიან დეტალებში ვაკვირდები ყველაფერს..
„მინდა ჩემი თვალით შეგახედათ[პროცესებზე] რა აბსურდში გვაცხოვრებთ... რეზო კიკნაძის ხუმრობა ყოფილა, ერთადერთი კომიკური დასასრული ამის შეიძლება იყოს ბაკურ სვანიძის თაიგულით შემოსვლა და გაიღიმეთ ფარული კამერაა".
„სულ რომ გაგვამართლონ ამ ცხრა თვეს რა ვუყოთ... ბიჭებს ვეუბნებოდი, რა მაგარია ხვალ აბანო გვაქვს მეთქი, არ მეგონა როდესმე ამ ფრაზას თუ ვიტყოდი, რას გვერჩით, რაში გვაცხოვრებთ?"
„პროკურორებს არასდროს უსაუბრიათ მოტივზე... ვთქვათ შევასრულეთ... წარმოიდგინეთ იუმორისტი,მსახიობი, სტუდენტი ექიმი და უკრაინელი წავიდნენ სახელმწიფოს გადასატრიალებლად... მერე? რა იყო მოტივაცია> ამაზე ხომ უნდ ამესაუბროთ.
მე თქვენსავით არც პატარა კაცი ვარ და არც დიდკაცობას ვცდილობ, ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მიყვარს ადამიანები...
ჩემი მიზანია მივაღწიო იმდენს, რომ ადამიანის ცხოვრება გავხადო უკეთესი, ოღონდ პოლიტიკაში ჩართვას არ ვაპირებ იმიტომ, რომ ადამიანებს ეს სჭირდებათ, არც ახლა მგონია, რომ განსაკუთრებულს ვაკეთებ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, სადაც ახლა ვარ, პროცესებს არ ვგულისხმობ,... როცა მივაგენი ჩემს საქმეს, წარმოიდგინეთ რამდენს სსჭირდება თავისი თავი იპოვოს... მინდა ცოდნა რაც გამაჩნია სხვებს გავუზიარო და დავეხმაროო..
იცით ბავშვები რეგიონებში ჩემს ქალაქში თერჯოლაში რაზე დაობდნენ? ამის მერსედესი გაასწრებს და იმის ბეემვე? ეს ტრაგედიაა, მერე ჩამოდიან და სხვა რეალობას ეჯახებიან".
ონისე ცხადაძე კითხულობს გუშინდელ ბრალზე: ჯგუფურობა დარჩა? ორგანიზება დარჩა?
კიო პასუხობენ, კარგია, არ გამიფუჭდა ჩემი სიტყვაო, რომელიც დაწერილი აქვს.
„მე არ ვაღიარებ აღნიშნულ ბრალდებას, ვინაიდან ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე სახის კავშირი ჩემსა და სხვა ბრალდებულებს შორის. ვერ დგინდება და ვერც დადგინდება რაიმე ახის კავშირი ჩვენსა და ამ საქმის ე.წ. ორგანიზატორებს შორის, რომელთა ბრალდებაც ასევე აბსურდულია. კავშირი ვერ დგინდება, რადგან ჩვენ არა თუ არ ვიცნობდით ერთმანეთს, არამერდ არც ერთ სოციალურ ქსელში ერთმანეთის არც მეგობრები ვართ, არც გამომწერები, დიდი ალბათობით, ქუჩაშიც კი არ ჩაგვივლია ერთმანეთის გვერდით ოდესმე და ერთმანეთისთვის თვალიც კი არ მოგვიკრავს სადმე, იქამდე ვიდრე ამ საბრალდებო სკამზე არ აღმოვჩნდებოდით".
„ასეთი პირობებში კი, ბატონო მოსამართლევ, ეს ბრალდება მინდა აგიხსნათ ერთი მაგალითით. მე სკოლა დავამთავრე 2014 წელს. მას შემდეგ, ყოველ წელს, 11 წლის განმავლობაში, ადამიანები რომლებიც 12 წელი ერთად ვიზრდებოდით ვცდილობთ რომ შევიკრიბოთ და ვერ შევიკრიბეთ, ვერ დავორგანიზდით. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმისგან განსხვავებით, ჩვენი შეკრების მსურველი ბევრია და ორგანიზატორიც. ამიტომ, ბატონო მოსამართლევ, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ორგანიზებული ჯგუფური დანაშაული იმ პირების მონაწილეობით, რომელთა შორის არანაირი კავშირი არ არსებობს? ".
„გარდა ამ ყველაფრისა, ამ საქმეს არ ყავს დაზარალებული. მიუხედავად იმისა, რომ აქ მოწმედ იყო მოსული რამდენიმე პოლიციელი, მერიის თანამშრომელი, პარლამენტის თანამშრომელი, არც ერთ მათგან არ უთქვამს, რომ დააზარალა აქ მყოფმა რომელიმე ბრალდებულმა. ისინი ამბობდნენ - არ დამინახავს, არ ვიცი. და, საერთოდ, აქ არ მოსულა არცერთი იმ დღეს დაზარალებული მოწმე, რომელ დღესაც მე მედავებით".
„მე, ასევე, მინდა აღვნიშნო პოლიციელების ქმედებები, რომლებიც აქ წარმოდგენილ ვიდეოებშიც ჩანდა. იქ პოლიციელების მხრიდან იყო საშინელი შეურაცხყოფები. იყო ნივთების სროლა მათი მხრიდან, გინება, შეურაცხმყოფელი ჟესტიკულაციები. გვემუქრებოდნენ როგორც მოკვლით, ასევე ისეთი ქმედებით, რომლის განხორციელების შემთხვევაში, ნამდვილად უნდა გათხოვდეს მამაკაცი. საბედნიეროდ, მე ისევ ცოლის მოყვანას ვაპირებ, გადავურჩი".
„რაც შეეხება მუხლის გადაკვალიფიცირებას, არც მაგას ვეთანხმები და ეგ ადვოკატებმა პუნქტებად ჩამოგიყალიბეს, აგიხსნეს. ამიტომ გრჩებათ ორი ვარიანტი. იმ ორიდან კი ერთადეთი სწორი, მაგრამ არ მგონია ეს მოხდეს, რომ გახსნათ ეს წყეული, მონჯღრეული კარი, რომელიც, ალბათ, ცოდვებისგანაა ასეთ დღეში ჩავარდნილი და გაგვიშვათ აქედან, ანუ გაგვამართლოთ".
„ახლა გადავალ ჩემი დასკვნითი სიტყვის მეორე ნაწილზე, რომელიც იმდენად ძვირფასია ჩემთვის, რომ სახელი დავარქვი. მია. გოგოა. მია ანუ მადლობა იდეალურ ადვოკატებს, ასე იშიფრება.
ეს ნაწილი ძვირფასია ჩემთვის, რადგან ვეცადე მასში რამდენიმე ემოცია გამომეხატა, ამიტომ მინდა გთხოვოთ თავი შეიკავოთ ნებისმიერი ემოციისგან, რათა მოსამართლემ სხდომა არ დახუროს".
„პირველ რიგში, მიყვარხართ ყველა, ვინც იბრძვით არა პირადი ინტერესებისთვის, არამედ სამშობლოს უკეთესი მომავლისთვის. ამ დარბაზშიც და ამ დარბაზს მიღმაც. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ, მიიღეთ ის მშვიდად. თავი აწიეთ და იარეთ ამაყად, რადგან ჩვენ ყველა ისტორიულ მომენტში სწორ მხარეს ვდგავართ. თანაც როგორ ისტორიულ მომენტში. ჩვენ შესაძ₾ოა მალე მოვესწროთ ბოროტების იმპერიის დაცემას. გამარჯვება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება გმირებს!
მადლობა მინდა ვუთხრა ადვოკატებს, როგორც ჩემსას, ასევე სხვებისას და ასევე საზოგადოებრივ ადვოკატებსაც, იმისთვის რომ ხართ ღირსეული ადამიანები და მოიქეცით ისე როგორც მოიქეცით.
არ მეშინია არაფრის რაც საფრთხეს შეუქმნის ჩემს ფიზიკურ თავისუფლებას, ჩემს ჯანმრთელობას ან თუნდაც სიცოცხლეს. მე სხვა რღაცების უფრო მეშინია. მეშინია ვინმე არ დავჩაგრო, ვინმეს რამე არ წავართვა, არ დავამცირო, არ მოვატყუო. იმისთვის რომ ასეთი შიშები მაქვს, მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მშობლებს, ჩემს ძმას, ჩემს ოჯახს, მეგობრებს. მადლობა თქვენ, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც მსგავსი შიშები აწუხებს და აქვე მადლობა ადვოკატებს, იმისთვის რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის ჩამოხსენით ფარდა ამ სასამართლოს.
ეს სასამართლო არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა სასამართლოსგან. განსხვავება მხოლოდ კანონებშია. დღეს რომ დახვრეტა იყოს, თქვენ აუცილებლად გაიმეტებდით ადამიანებს სასიკვდილოდ, რადგან მოსამართლეები არა სამართალს, არამედ კონკრეტული პოლიტიკოსების კონკრეტულ ინტერესებს ემსახურებიან. ამაზე მეტყველებს თქვენი სუფთა სტატისტიკაც. ექვსი გამამტყუნებელი და არც ერთი გამამართლებელი გადაწყვეტილება.
[მოსამართლე აწყვეტინებს - საქმეზე ვისაუბროთ]
[ონისე ცხადაძე - თქვენ გამოიტანეთ განაჩენები, თქვენს გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობ, მოლოდინებზე ვსაუბრობ, წინასწარმეტყველი ხართ, იცით რას ვიტყვი? და აგრძელებს: თუ არ გსიამოვნებთ ჩემი პრობლემა არ არის]
„თუ მართალი არ ვარ მაშინ ერთხელ მაინც უთხარით ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს, შალვა პაპუაშვილს, გია ვოლსკსის - არ მაინტერსებთ რას ამბობთ ამ საქმეზე, ფეხებზე მკიდია თქვენი განცხადებები. - უთხარით, ეს ხმამაღლაც და გამამრთლებელი გადაწყვეტილებითაც.
[ისევ აჩერებს მოსამართლე]
[ონისე - პარალელი მინდა გავავლო]
„ხარება არის პიროვნება, რომელსაც აქციის მონაწილეს მიგვარეს და ის ფეხს ურტყამს, წიხლის ჩარტყმა არ ჩანს, რადგან სპეცრაზმელი ეფარება და მამუკა მდინარაძემ თქვა, სად ჩანს აქ დარტმა? მოდი გადავხედოთ მტკიცებულებებს და ვნახოთ, რა ჩანს და სად ჩანს.
თქვენ ციხეში გაუშვით დავით ხომერიკი, მათე დევიძე და გიორგი მინდაძე. სამივე მათგანს ეტყობა როგორი კარგი ადამიანები არიან, თუმცა მე მინდა გესაუბროთ გიორგი მინდაძეზე. რადგან მასთან ერთად ერთ საკანში მომიწია ყოფნა და ახლოს გავიცანი. გიორგი მინდაძე არის 22 წლის, დიდი ტანის მქონე ცელქი ბავშვი, რომელსაც ყველაფერი გამოსდის, რის გაკეთებასაც მოინდომებს და იმის მაგივრად, რომ ასეთ ადამიანებს სახელმწიფო დაეხმაროს განვითარებაში, საკუთარი თავის და შესაძლებლობების პოვნაში, ციხეში უშვებს"
აგრძელებს ონისე ცხადაძე ვრცელ საბოლოო სიტყვას:
„არ შემიძლია არ შევეხო მზია ამაღლობელის საქმეს, რადგან მისი გ ანაჩენი არ არის მხოლოდ იმ მოსამართლის გამოტანილი. ეს განაჩენი გამოიტანა ქართულმა სასამართლომ და გეხებათ მატ შორის თქვენც. ამიტომ მე მინდა მოგიყვეთ ერთი ამბავი იმისთვის, რომ გაგაგებინოთ რა ადამიანს გაუკეთეს ეს ყევლაფერი.
დაკავებიდან დაახლოებით თვენახევარში გადავწყვიტე დამეწყო შიმშილობა, თუმცა ამის შესახებ არ მითქვამს არავისთვის. არც ციხის ადმინისტრაციისთვის, არც ოჯახისთვის, არც ადვოკატისთვის. ჯერ მაინტერესებდა თუ შევძლებდი. არ მინდოდა პოპულიზმი გამომსვლოდა. მეორე დღესვე, საღამოს, ვიგრძენი საშინელი სისუსტე, თითქოს მთელი სხეული მტკიოდა და გადავწყვიტე ეს არ გამეკეთებინა. ეს ვერ შევძელი მე, 29 წლის ბიჭმა.
მზია ამაღლობელმა კი იშიმშილა 39 დღე და მას დასცინოდნენ ადამიანები, რომლებსაც საუზმეს, სადილს და ვახშამს შორის კიდევ რაღაცები აქვთ ჩამატებული, რადგან გაძღომას ვერ გებულობენ. მონანიებას ითხოვდნენ ადამაინები, რომლებიც სკამიდან ვერ დგებიან, ადამიანისგან, რომელიც ერთხელ არ დამჯდარა საბრალდებო სკამზე და პროტესტის ნიშნად საათობით იდგა ფეხზე.
ამიტომ ყველამ მინდა იცოდეს, შეიძლება ერთ დღეს დაიბადოს ფეხბურთელი, რომელიც 9 ოქროს ბურთს მოიგებს, მაგრამ, იცოდეთ, რომ მზია ამაღლობელზე მაგარი ადამიანი აღარ დაიბადება. ისე კი ის მართლა რეალური საფრთხეა, რომ ერთ დღეს ირაკლი დგებუაძე გათხოვდეს".
„ეს მადლობა თეა წულუკიანმა დამიწერა, მადლობა ყველას ვინც ერთი თეთრით მაინც დაგვხმარებია და მადლობა ყველას ვინც აორგანიზებდა ამ მხარდაჭერას. აქვე მადლობა ადვოკატებს, რომლებმაც გააშიშვლეს სასამართლო და პროკურატურა...
რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოთ ამ საქმეზე, ეს დიდად არაფერს ცვლის. ქვეყანაში, სადაც მოკლეს ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, სანდრო ახმეტელი… ონისე ცხადაძის ციხეში ყოფნა დიდი ვერაფერი ამბავია, თუმცა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ამ პროცესის განგრძობადობა მიგვიყვანს ისეთ სახელმწიფომდე, სადაც ისევ მოკლავდნენ ილია ჭავჭავაძეს, მიხეილ ჯავახიშვილს, სანდრო ახმეტელს, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და კიდევ უამრავ გენიალურ ადამიანს".
„საშიში არ არის ჩემთვის რამდენიმე წლის ციხეში გატარება, საშიშია როდესაც ქუჩაში მიდიხარ და არ იცი თავში რა დაგეცემა, საშიშია როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილი კაცი ქუჩაში თავს დაიწვავს სახელმწიფოსგან ყურადღების მისაქცევად. საშიშია, როდესაც ბავშვს გარეთ გაუშვებ და უკან ვერ დაბრუნდება, რადგან სადღაც დენმა დაარტყა, სადღაც ჩავარდა…".
„პროპაგანდისტები დღემდე მაბრალებენ ბაშვშვები რევოლუციაზე მიყავდაო. აქამდე ამ ამბავზე კონკრეტული მიზეზების გამო არაფერს ვამბობდი, თუმცა ახლა უნდა ვთქვა, რომ ეს სიმართლე არ არის და გეტყვით რაც არის სიმართლე.
ეს უკავშირდება ჩემს პროტესტსაც...28 ნოემბრის განცხადებამდე ჩემთვის ძალიან შემაშფოთებელი იყო მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად წარდგენა და მეორე უფრო მანამდე მოხდა ეს ამბავი, რომ ისტორიის საგამოცდო პროგრამიდან ამოიღეს რუსეთის წინააღმდეგ ქართველთა აჯანყების ფაქტები, ხოლო ლიტერატურიდან - ბედნიერი ერი, ჯაყოს ხიზნები, მგზავრის წერილები და სხვა ისეთი ლიტერატურული ნაწარმოებები, რომლებიც ჩვენი ერის იდენტობის შესანარჩუნებლად აუცილებელია.
მაშინ ბავშვებისთვის მინდოდა მეთქვა, მიუხედავად აღნიშნული ცუდი ფაქტისა, მაინც ესწავლათ ეს ყველაფერი და ვინაიდან მაშინ ვერ შევძელი, ახლა გეტყვით იმავეს. ისწავლეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია, იკითხეთ ქართული ლიტერატურა.
ისწავლეთ, იკითხეთ, იშრომეთ თავდაუზოგავად და მაშინ მიხვდებით რისთვის ვიბრძვით, როდესაც თქვენს ცოდნას, ნიჭს და თავდაუზოგავ შრომას უნიჭო უსაქმურთა მლიქვნელობა გადაასწრებს. თუმცა თქვენ მაინც არ გაჩერდეთ. უფრო მეტად იშრომეთ და ყველაფერს მიაღწევთ. ზოგიერთი თქვენგანი გაახდება კარგი იურისტი, ადვოკატი (აქვე მადლობა ჩვენს ადვოკატებს), ზოგიერთი თქვენგანი გახდება კარგი ეკონომისტი, წარმატებული ბიზნესმენი, მასწავლებელი. მსოფლიო დონის ფეხბურთელი, კალათბურთელი…
თუმცა რასაც არ უნდა მიაღწიოთ, ხანდახან გადმოდით თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან, ქუჩაში ფეხით გაიარეთ და ნახეთ, იქნებ ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეს თქვენი ძვირადღირებული მანქანებიდან ჩანს. იქნებ ბევრ ადამიანს უჭირს და ცუდად ცხოვრობს თქვენგან განსხვავებით. მადლობა წინასწარ ყველას, ვინც ჩემს ამ რჩევას გაითვალისწინებს და მადლობა ადვოკატებს რომ მსგავსი რჩევა არ დაგჭირდათ".
12:32 - ანდრო ჭიჭინაძის საბოლოო სიტყვა:
„ერთი რამ მაინტერესებს, ვერ ვხვდები, თუ ამ ადამიანებს არ დაუმტკიცდათ ორგანიზება ამდენი თვის განმავლობაში მაშინ რა გვინდა ციხეში? ვერანაირ ლოგიკაში ჯდება, მაგრამ ნუ კაი...
მინდა მივმართო პროკურორებს და ისე თქვენ[მოსამართლე] ეს ჩემი აზრია და ჩემი სახელით ვლაპარაობ, სხვისი სახელით ლაპარაკის უფლება არც მაქს. ჩემი მხრიდან გპატიობთ იმას, რასაც ჩემს მიმართ ამდენი ხნის განმავლობაში აკეთებდით, არ ვხმარობ სიტყვას ჩვენ,რადგან არ მაქვს ამის უფლება, დიდი ალბათობით, ბიჭებს სხვა აზრიც ექნებათ..
თუმცა ამ პატიებას მოსდევს თხოვნა - თქვენ ამ ხნის განმავლობაში ძალიან ცუდი საქმეები აიღეთ, გვესმის, რომ იარაღი ხართ და არა გადაწყვეტილების მიმღები, თხოვნაა - ნუღა აიღებთ ისეთ საქმეებს, სადაც ასეთი ადამიანების ციხეში აღებაში იღებთ მონაწილეობას, ბატონო მოსამართლე თქვენც გეხებათ..
შეიძლება ჩემი აღქმების ბრალია, მაგრამ მე მაინც ამდენი ხანია გიყურებთ და ვხედავ, რომ დიდად არ გსიამოვნებთ იმას, რასაც აკეთებთ, ყველაზე ნაკლებად ბატონ ვახტანგს ეხება, ბატონ ვაჟას მეტად...
ბევრ უსამართლობას შეიძლება შეეჯახო ცხოვრებაში და ეს არ უნდა განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანის და ადამიანობის რწმენა დაკარგო.. თხოვნა აქედან გამომდინარეობს. ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი, რომ რაღაც სახით და მომავალში, რაც დაუშვა ამა თუ იმ ფორმით გამოასწოროს".
„მადლობით დავიწყებ და მერე მივყვები..
მინდა მადლობა ვუთხრა ოჯახის წევრებს მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს, თეატრს კინოს, რომლებიც ამდენი ხანია აჩენებს, ერთმანეთის სოლიდარობის გვერდში დგომის პრინციპულობის მაგალითს...მე შემიძლია სიტყვა მოგცეთ, რომ ამ ძალიან დიდ ენერგიას, რომლის წყაროც ხართ თქვენ, მიემართება კარგ და დადებით საქმეს.
მინდა მადლობა გადავუხადო, თორნიკეს, ნათიას, ეკას, ირაკლის, ისინი გახდნენ მეგობრები და მათი პროფესიონალიზმი სამაგალითოა და არა მარტო მათი... ჩვენ წინ გენიალური ხალხი ზის და მათი დამოკიდებულება და ადამიანობა სასამართლოსა და ქვეყნის მიმართ აღნიშვნის ღირსია.
მადლობა საერთაშორისო ინსტიტუტებს, მადლობა უნდ აგადავუხადო ევროპის კინოაკადემიას, მადლობა ჟურნალისტებს და არასამთავრობოებს".
„რა ჯანდაბა არის ეს პროტესტი? რა თქმა უნდა, ბრჭყალებში, ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი არის შინაგანი შეგრძნება... ვეცდეები პასუხი გავცე..
ალბათ პროტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილიია კრიტიკული აზროვნება და ეს შეგრძნება შეიძლება გაჩნდეს საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის უკეთესი სურვილისთვის...
დავარქვათ მოქალაქის პროტესტი, უფრო გასაგები რომ გახდეს და ამის განმაპირობებელია ის რომ სხვისთვის ან საკუთარი თავისთვის გინდოდეს უკეთესი, სხვისი წუხილის გაზიარებას სოლიდარობა ეწოდება და ეს არის ყველაზე ადამიანური ჟესტი, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს და ჩვენ ვხედავთ ამის მაგალითებს.
როდის შეიძლება ეს შეგრძნება გაჩნდეს და რატომ? - მინდა მოვყვე ჩემს გამოცდილებაზე...
[მოსამართლე: არ მინდა შეგაწყვეტინოთ, საქმეზე]
„შეიძლება უცნაურად ჯღერდეს, 12 წლის ასაკში, პერიოდია, როცა სანდრო გირგვლიანი მოკლეს, ჩემი ოჯახის ახლობელი, ერთ-ერთი მიზეზი და გაურკვევლობა უკავშირდებოდა იმას, რომ როცა მაღალჩინოსნები არ ისჯებოდნენ, ვერ ვხვდებოდი რატომ და მეორე იყო, რატომ არ გამოხატავდა საზოგადოება პროტესტს საკმარისად?
ამას აქვს მარტივი პასუხი და ჰქვია შიში, მთავარი მიზეზი იყო შიში.. ზუსტად ამ პერიოდში დავპირდი საკუთარ თავს ბავშვურად, რომ ნებისმიერ რამეს რაც საჭირო იქნება ვიტყვი და არ შემეშინდება, ჩემს მტერს ჩემს თავზე არ გავამარჯვებინებ მეთქი, ამის შემდეგ ბევრჯერ დავმარცხდი და ბევრჯერად გავიმარჯვე და ეს ბრძოლა გაგრძელდება ყოველთვის..
იმ პერიოდის მერე ძალიან ბევრჯერ გახდა საჭირო საკუთარი აზრის გამოხატვა ქუჩაში თუ სხვა ფორმით, როგორც წინა ისე ახლანდელი ხელისუფლების დროს.. თუმცა იყო შემთხვევები, როცა სოლიდარობამ შედეგი მოიტანა, თავში მომივიდა აქონდროპლაციის შესახებ მშობლების სოლიდარობა...
რა შეიძლება არ უხდებოდეს დემოკრატიას ყველაზე მეტად? - ჩემი აზრით ეს არის კმაყოფილება.
ვერ ვიტყვი რომ ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, თუმცა არც პასიური"
„შემიძლია გავიხსენო შემოგდებული კანონის უკან გაწვება, რომელმაც გამარჯვების და სწორი პოლიტიკის იმიტაცია გააჩნა და გაჩნდა აზრი, რომ ხალხის აზრი შეიძლება გათვალისწინებული ყოფილიყო, მაგრამ ვნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები...
როცა ხალხი ერთიანდება, ეს საქართველოს დამოუკიდებლობა იქნება, 13 ივნისის ტრაგედია თუ ჩემპიონატი, ან. სამოქალაქო ომი იწყება ან ხდება ისეთი რამე რაც საზოგადოებას ხელოვნურად ჰყოფს, ეს რუსული ტაქტიაა, ბადალი არ ჰყავტ.
ასეთი იყო სწორედ 28 ნოემბერი, პრემიერმა შეაჩერა ინტეგრაცია და ჰქონდა რეაქცია..
ჩვენ ვართ ევროპული კულტურის ნაწილი, კი ბატონო გავლენა ჩვენი გეოპოლიტიკის გამო არსებობს უამრავი კულტურის და თუ ჩვენ ვამაყობთ ვეფხისტყაოსნით, ვამაყობთ ჩვენი დიდი ხნის ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია და გვინდა ისნტიტუციების დონეზე გაიმართოს, რაც საბოლოოს ქვეყანას მიიყვანს განვითარებაზე, ეკონომიკურად და ინსტიტუციურად, სადაც ადამიანის უფლებებზე და კანონის უზენაესობაზე იქნება დაშენებული..."
[უბრუნდება 28 ნოემბერს]
„მთავრობაში ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უდნათ და უნგრევენ მომავალ თაობას მომავალს, რომელიც სამართლიანობით და კეთილდღეობით იქნება გამყარებული., ვკიტხოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომელმაც დათმო სუვერენიტეტი? - ნულმა....
28-ში განცხადება მოვისმინე, ისე რომ არავისთვის მითქვამს წავედი რუსთაველზე, სადაც სპონტანურად შეიკრიბა ათასობით კაცი, რომელთან აერთიანებდათ უსამართლობის შეგრძნება და სწორედ ეს შეგრძნება იყო ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი.. ძალიან ცოტა რამეზე ვართ ერი შეთანხმებული და ეს ის ცოტაა, რომ შეთანხმბეული ვართ ამაზე, რომ ეს გზა გვიყვარს.
200-300 ნაცნობი მაინც შემხვდ, ძირითადად პირველი სკოლის მიმდებარედ ვიყავი, იქ იყვნენ ყველა სფეროს წარმომადგენნლები, საქართველოს ნაკრების წევრები, ექიმები და.ა.შ. როგორც 28-ში ისე შემდეგ დღეებში ხაზს ვუსვამდი, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობიანი და გამოძიებას რომ სამართლიანი გამოძიება ჰქონოდა მიზნდა, ამ ინტერვიუებს დაურტავდნენ...
არავინ იცის რა ორგანიზებლ ჯგუფურუ დანაშაულს გვედავებიან, რომელი დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტია ეს და საერთოდ რა სტანდარტია, რასთანაც გვაქვს საქმე?
დაახლოებით 8-9 სათისთვის მივედი და 4 საათში დაიწყო დაპირისპირება.. მოგვიანებით გადავინაცვლეთ ოპერასთან,,, სამი საათისთის დავიშალეთ და წავედით მშვიდობიანად.
მოვიდა ჩემი საკრალური 29 ნოემბერი, ზუსტად იგივენაირად მშვიდობიანად მე და ჩემი მეგობრები პირველი სკოლის ტერიტორიაზე მივედით, სამ ოთხ საათში ისევ დაიძაბა და იქ ვიგებ, რომ ჩემი ოჯახის წევრბი ჭიჭინაძის ქუჩაზეა და ისე რომ არავის არაფერს ვეუბნები ავდივარ იქ, რომ გამოვყვანო...
ვსაუბრობ ჯიუტ ადამიანზე, რომელიც არ გამომყვა.. ამ დროს პოლიციის მხრიდან მოფრინავს შუშის სარაჯიშვილის ბოთლი, რომელიც მხვდება ფეხზე, ეს დიდ გაღიზიანებას იწვევს, რომ გავიხედე იმ მიმართულებით,ს აიდანაც ბოთლი გამოფრინდა, დავინახე, რომ ოთხი ადამიანი ჟესტიკულაციით იგინებოდა და გამოხატავდა დიდ აგრესიას და სიმართლე გითხრათ ვერ დავიჯერე, უკან ვიხედებოდი, ჩემს მიმართულებით ხდებოდა, ვერ დავიჯერე, რომ ჩემი მიმართულებით იყო.. ცოტა მივუახლოვდი, გაგრძელდა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია.. ეს ხდება ზუსტად იმ ვიდეოებში, რომელიც წარმოდგენილი იყო და ეს ნაწილი არის მოჭრილი და გაგრძელებაა წარმოდგენილი...
მეც სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, იქვე ეგდო საგანი, რომელიც მოვიშორე ისე, რომ პოლიციელებს არავის საფრთხე არ შექმნია, ეს მოგრძო საგანი იყო მსუბუქი,,, მაქსიმუმ გული ტკენოდათ ჩემგან იმის გამო, რაც ვუთხარი..."
„არც ერთმა დაზარალებულმა თვითმხილველმა არ თქვა, რომ ჩემი ქმედებით დაზიანება კი არა საფრთხე შეექმნა ვინმეს, ასეთი ადამიანი არ არსებობს...
ჯგუფურობაზე არაფერს ვიტყვი მოგონილია...
ამ ყველაფრის მერე ვბრუნდები პირველი სკოლის ტერიტორიაზე, ისევ იწყებს პოლიცია მოძრაობას და ხალხის დაშლას, გადავდივარ ოპერისკე, ჩემს მეგობრებს და ოჯახის წევრებს მოვუყევი ბოთლის ამბავი და მშვიდობიანად გავაგრძელეთ პროტესტი.
4 დეკემბრამდე 1-2 დღე იყო, როცა იქ არ ვიყავი...
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ჩემი ოჯახის წევრის შვილისგან გავიგე, რომ ის იქ იყო, ავედი, დამიჯერა და გამოვიყვანე... ერთსა და იმავე რუტინაში ვიყავი, პირველი სკოლა, ოპერა და დაშლა..
მანამდე არ მახსოვდა, რომელიღაც დღეს კნკრეტულად არ მახსოვს, მოდის უცნობი ადამიანი ჩემთან და ამბობს, რომ არსებობს სუს-ის დასაჭერების სია, სადაც მე ვიყავი და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი.. ისეთი ხალხი ჩამოთვალა არარეალური იყო, ლამის ეგნატე ნინოშვილი და სიმონ ჩიქოვანი..."
„5 დეკემბერს დაკავების დღეს გავიღვიძე ადრე იმიტომ, რომ ფრანც 24-თან მქონდა ინტერვიუ და ინგლისურ ტესსტს ვამზადებდი, ვერ გეტყვით რატომ მიეწყო ასე, რომ ხშირად მიწევდა ინტერვიუების მიცემა, მაგრამ ეს ცდება პარტიულ და პოლიტიკურ ამბებს... პოლიტიკური კულტურა ნულს ქვევითაა, გინდა აქეთ გინდა იქეთ..
ქართულ ტელევიზიებთან ინტერვიებიც მქონდა სადაც ვამბობ, რომ პროტესტი უნდა იყოს მშვიდობია იმის მიუხედავად, პოლიციელები როგორც იქცევიან და რასაც აკეთებდნენ..
ინტერვიუს დამტავრებისთანავე კარზე კაკუნია, მეუბნებიან, რომ სოციალურ გამოკითხვას ატარებენ და შემომიშვან, არც გამიხედია ჭუჭრუტანაში, მამა იყო სახლში, 6-7 ადამიანი შემოვიდა, ბრალდება უნდა გაგაცნოთო, ზრდილობიანად იქცეოდნენ...
კამერა მოვაო ახლაო 40 წუთში და ერთ საათშიო, მივხდი, რომ რადგან კამერა იყო საჭირო აპირებდნენ რაღაცის გადაღებას, სახლიდან გამოყვანის ან პოლიციაში შეყვანის და მივხვდი რაღაცაში იყო საქმე... გიორგი კაჭკაჭიშვილი, რომელსაც თითქოს უფრო მეტი უფლებამოსილება ჰქონდა, მეუბნება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში გედება ბრალიო... აქციებზე ხომ დადიხარო, პოლიციელები დაზიანდნენო... კი მაგრამ მე რა შუაში ვარ მეთქი, ამოვა უფროსი და გეტყვისო. ხელის მოწერას მთხოვს სხვადასხვა საბუთზე, რაზეც უარს ვეუბნები, პირველი მკითხა რამე დაზიანება ხომ არ გაქვს მიღებულიო, ვუთხარი და რომ დაიწყო შევსება პოლიციელი არ ჩაწერა იქ საერტოდ და მივხვდი, რომ მათი ნდობა არ შეიძლებოდა...
ამოდის მთავარი გამომძიებელი, სავარაუდო გიორგი გურეშიძე, თავს ვერ დავდებ, მაგრამ ის იყო ტელევიზორში ვნახე...ჯოხი ისროლე და პოლიციელები დაზიანდნენო, კადრები ვთხოვე, წარმოუდგენელია მეთქი.... ისე წესიერი ადამიანი ჩანხარ და ყველაფერს გავარკვევთო...
კაჭკაჭიშვილი მეუბნება ზედმეტად მშვიდად დაგვხვდი და მართლა რამე ხო არ გაქვს ჩადენილი, რომ უნდა დაგიჭიროთო, მშვიდი ადამიანი ვარ მეთქი, ზოგადად, გაღიზიანდა ამაზე, რატომ დადიოდი აქციებზეო... მეთქი დავილალპარაკოთ, მაგრამ აირიდა ეს დიალოგიც, თუმცა მაინც ზრდილობიანად იქცეოდნენ...
უცებ ეს გურეშიძე დგება და მიდის სახლიდან...
დარწმუნებულები ვართო, რომ რაღაც აირიაო და ორ დღეში სავარაუდოდო, ჯგუფურობა პირობითი რაღაცააა, უმეტეს შემთხვევაში იშლებაო და ორ დღეში 2000 ლარად გახვალო, სახლში არაფერი გაჩხრიკეს, ტელეფონი წაიღეს მარტო, იქ ლეპტოპიც იდო და არ უნახავთ, ვერ ვხვდები, თუ ასეთ დანაშაულში გედება ბრალ, სახლი რატომ არ უნდა გაჩხრიკო"
„თავიდან ადვოკატზე უარი მითხრეს, ხუმრობით ვუთხარი კინოში როცა უარს ეუბნებიან, სულ არასწორები არიან და აქ როგორაა მეთქი, დარეკეო ამის შემდეგ და დარეკეს... ერთი საათი ველოდით კამერას, ვუთხარი - დედაჩემი აპირებს მოსვლას და ჯობია მალე წავიდეთ, თორემ მეც და თქვენც ერთად მოგვიწევს აქედან გაქცევა-მეთქი...
წამიყვანეს განყოფილებაში, ზრდილობიანად იქცეოდნენ, გადამიწყვანეს კაპეზეზე და იქ გავიცანი ადვოკატები, რომლებიც თავადაც გაურკვევლობაში იყვნენ და ორ დღეში დაინიშნა პროცესი".
„საქართველო რაც დამოუკიდებელია, არასდროს გვქონია დამოუკიდებელი სასამართლო და ყველა ვისაც შეეძლო ბოროტად იყენებდა ამ ინსტიტუტს, ამის პიკი იყო წინა ხელისუფლება, ამ ხელისუფლებამ კარგად დაიწყო ამ ინსტიტუტის გაჯანსაღება, საბოლოო ჯამში გადასარევად გაგრძელდა იგივე, რაც იქამდე ხდებოდა, დღეს სასამართლოს შეუძლია არაადეკვატური გადაწყვეტილების მიღება...
.... პირველ სამ აღკვეთზე მოსამართლეებმა აბსოლუტურად დაუსაბუთებლად მიიღეს გადაწყვეტილება, რაც მიიღეს, რომელ მოწმეების ზემოქმედებაზე და დანაშაულის განმეორებაზეა საუბარი? მიმალვა თავიდანვე მოიხსნა, თუმცა სამივე მიზეზი არარელევანტური იქნებოდა... როგორ უნდა მემოქმედა მოწმეებზე, როცა პრკურატურა აკეთებდა ამას...
შეიძლება 40 კაცს, რომლებიც აქ იყვნენ და არ იცნობდნენ ერთმანეთს, თეორიულად წარმოგიდგენით, რომ ერთი და იგივე აზრი მოუვიდეს თავში?
ხელოვნურ ინტელექს ვკითხე, რამდნეიმა პროცენტული მაჩვენებელი რომ 40 ადამიანს, რომ ერთსა და იგივე დროს ერთი და იიგივე აზრი მოუვიდეს თავში ? და ეს არის 2 მილიონში ერთი... არც ვეცდებოდი ზემოქმედებას იმიტომ, რომ მართალი ვარ..
სახელმწიფოს და თქვენ გაძლევთ შანს ამ აბსურდიდან გამოიტანოთ სწორი განაჩენი....".
„ვერ მოვისმინე, ბრალი, რომელსაც კითხულობდნენ, როგორ ხდებოდა პრაქტიკაში ...ალბათ ყველა გამოიცნობს რატომ, იმიტომ, რომ არანაირი ჯგუფი არ არსებობს, მე ვიყავი და ვარ ჩემს ქმედებებზე პასუხისმგებელი და არავინ ჩემი ქმედებებით არ დაზიანებულა..
უდანაშაულო ადამიანების ჩვენება სახელმწიფოს არ სურდა, ტელევიზორში ჩვენება ამიტომ აკრძალა...ჩაუვარდათ პროპაგანდისტული ხაზი.. რამდენი პროცესიც ჩატარდა იმდენით ნულ მოვუგეტ პროკურატურას....
.... იყო რამდენიმე შემთხვევა [მოსამართლეს] როცა სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, მაგრამ სამწუხაროდ იყო ბევრი არასწორი გადაწყვეტილება, დაწყებული საზოგადოებრივი ადვოკატების დანიშვნით დასრულებული კანონის კითხვის უფლების არმიცემით".
„...სტრასბურგის სასამართლომ მიიღო ჩვენი განაცხადი - ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ, ეს ჩანაწერი ნერვებს მიშლის, ჭიჭნაძე არ ედავება საქართველოს ედავება ხელისუფლებას იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელეს"..
„მინდა მივმართო მათ ვისაც აწუხებს რერეალიზაცია დეპერსონალიზაციის კონდიცია, მინდა მათ ვუთხრა, რომ აქედან გამოსავალი არსებობს, ამ კონდიციის გადალახვაში მე ჩემი მხრიდან ენერგიას არ დავზოგავ და მათ დავეხმარები".
„ჩემი ოჯახი წევრებს მადლობა იმისთვის, რომ არსებობენ და იმ ადამიანებს, რომლებსაც შიშის დანერგვა უნდა კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში"
დღეს რა შეიძლება სასაცილოდ გვეჩვენებოდეს, ხვალ შეიძლება ეს ყველაფერი იქცეს რეალობად და ცუდ სიზმარში კი არ გავიღვიძებთ სხვის სიზმარში გავიღვიძებთ, სადაც გამოსავალი იღება, მაგრამ გაჭირდება ამ ყველაფრიდან გამოძრომა, ეს ეხება ყველას ვისაც ევროპული ფასეულობები ადარდებს".
ფორუმი