Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი 18.10.2025

სასამართლომ იმსჯელა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო 16 ადამიანიდან, 5-ისთვის აღკვეთოს ღონისძიების შეფარდების საქმეზე. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობა შეუფარდა იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძეს და გიორგი ტალახაძე, მარიამ მეყანწიშვილს კი - 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო.

20:19 18.10.2025

მეორე ადვოკატი ამბობს, რომ მარიამ მეყანწიშვილის მეგობრებმა შეაგროვეს ფული, 10 000 ლარი და ეს თანხა მარიამის დის, ნინო მეყანწიშვილის საბანკო ანგარიშზეა. ნინო მეყანწიშვილი მზად არის, ეს თანხა გადარიცხოს ბიუჯეტში, თუკი დას სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ გირაოთი.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ მოითხოვენ, არ იყოს აღკვეთის ღონისძიება გამოყენებული და თუ მაინც, მაშინ მოსამართლის მიერ შემზღუდველ ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო იყოს გამოყენებული, თუმცა არასაპატიმრო უზრუნველყოფით, გადახდისთვის 2-დღიანი ვადით.

20:16 18.10.2025

19:51 მარიამ მეყანწიშვილის უფლებებს იცავს ადვოკატი აიჰან ჰასანლი. მისი თქმით, მტკიცებულებად წარმოდგენილ ვიდეომიმართვაში არსებულ ფაქტსა და რაიმე დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არ არსებობს.
ადვოკატი ამბობს, რომ 4 ოქტომბრის შემდეგ გავიდა ორი კვირა.

„ცხადი იყო, რომ არსებობდა საფრთხე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის...“ - ამბობს ადვოკატი და აღნიშნავს, რომ არ ყოფილა მსგავსი მცდელობაც კი.

ადვოკატი მოითხოვს, არ იყოს აღკვეთის ღონისძება გამოყენებული.

პროკურორი მოითხოვს 10 000-ლარიან გირაოს საპატიმრო უზრუნველყოფით - ანუ მხოლოდ თანხის გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ.

20:16 18.10.2025

ბრალდებული გიორგი ტალახაძე მიმართავს მოსამართლე ლელა კალიჩენკოს. მისი თქმით, პოლიციაში მუშაობის დროს ყოველთვიური ანაზღაურება 1300-ლარიანი ანაზღაურება არ იყო ოჯახისთვის საკმარისი და ამის გამო წამოვიდა პოლიციიდან.

„ჩემი ეს პატიმრობა ჩამოაქცევს ჩემს 50 წლის ნაწვალებს... თვითდასაქმებული ვარ...“

20:15 18.10.2025

ადვოკატი ნათია ჩაჩანიძე ამბობს, რომ გიორგი ტალახაძე არის აგვისტოს ომის ვეტერანი. მას ჰყავს პენსიონერი მშობლები და ორი სტუდენტი შვილი, რომელთა რჩენაც მისი პასუხისმგებლობაა.

„მას ამ 12 დღის განმავლობაში არათუ მტკიცებულებების განადგურებაზე, არამედ მიმალვაც კი არ უცდია... არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, მისთვის წაყენებული ბრალის შინაარსს. ის იდგა და აფიქსირებდა მოქალაქეობრივ პოზიციას...

მან მიიღო მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობა. იმის გამო, რომ უნდა შვილებს ჰქონდეთ ევროპული მომავალი, ახალციხიდან ჩამოვიდა...“

ადვოკატი ითხოვს, მოსამართლემ გამოიყენოს მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, მათ შორის 5000-ლარიანი გირაო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG