Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი 18.10.2025

სასამართლომ იმსჯელა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო 16 ადამიანიდან, 5-ისთვის აღკვეთოს ღონისძიების შეფარდების საქმეზე. მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობა შეუფარდა იური ლომიძეს, დავით გიუნაშვილს, თემურ ქურციკიძეს და გიორგი ტალახაძე, მარიამ მეყანწიშვილს კი - 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო.

18:55 18.10.2025

იური ლომიძე არ ეთანხმება ბრალდებას და იმედი აქვს, რომ „განხილვის პროცესში ყველაფერი გაირკვევა“;

თემურ ქურციკიძე ამბობს, რომ წაყენებული ბრალის შინაარს არ ეთანხმება;

დავით გიუნაშვილი ამბობს, რომ სამაჩაბლოდან არის დევნილი: „რუსებმა დამიწვეს სახლი და მაგ მოტივით ვაპროტესტებდი“;

გიორგი ტალახაძე ამბობს, რომ არანაირ გადაცდომას არ ჰქონია მისი მხრიდან ადგილი;

მარიამ მეყანწიშვილმა მოკლედ თქვა, რომ არ ეთანხმება წაყენებულ ბრალს.

18:57 18.10.2025

პროკურორი ქეთევან სონიძე ამბობს, რომ საქმეზე გამოჰკითხეს პოლიციელები, ამოღებულია ჩანაწერები და დანიშნულია ჰაბიოსკოპიური ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი.
ის მოითხოვს ოთხ დაკავებულს (იური ლომიძის, დავით გიუნაშვილის, თემურ ქურციკიძისა და გიორგი ტალახაძის) მიმართ გამოიყენონ პატიმრობა;
მარიამ მეყანწიშვილის შემთხვევაში კი 10 000-ლარიანი გირაო.
მისი განმარტებით, რადგან მარიამ მეყანწიშვილს უფრო მსუბუქი მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში კი არსებობს, არასაპატიმრო სასჯელის მისჯის შესაძლებლობაც, ბრალდების მხარე უფრო „ლმობიერია“.

19:13 18.10.2025

პროკურორი ქეთევან სონიძე განმარტავს, რომ მოსაპოვებელია მტკიცებულებები, დასადგენია და გამოსაკითხია მოწმეები. გარდა ამისა, დასადგენია დაზარალებულთა ვინაობა.

„თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში მათზე უკანონო ზემოქმედება შეეძლებათ ბრალდებულებს“.

მისი თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის საფრთხე, „მათ შორის იმავე დანაშაულზე, რომლის მსგავსისთვისაც ისინი არიან წარმოდგენილი სხდომაზე“.

19:13 18.10.2025

70 წლამდე დავით გიუნაშვილს სამი ადვოკატი იცავს: დიმიტრი საძაგლიშვილი, შოთა კახიშვილი და გიორგი გელხაური.
გიუნაშვილი სამშენებლო სფეროში მუშაობს. როგორც ადვოკატი შოთა კახიშვილი ამბობს, რომ ის პასუხისმგებლობიანი ადამიანი და ამაზე მიუთითებს ის, რომ „დაკავების შემდეგ დაურეკა თანამშრომლებს და აცნობა, რომ დააკავეს, რადგან ბეტონი უნდა ჩაესხათ მათ“.
„მე მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ საქმეში ვერ იპოვით მტკიცებულებას, რომელშიც დავით გიუნაშვილის ძალადობა ჩანს. საქმეში არსებული ვიდეომტკიცებულება მის უდანაშაულობას ადასტურებს...
პროკურორმა თქვა, რომ არსებობს მოწმეზე ზემოქმედების რისკი. როგორ შეიძლება გაანადგურო მტკიცებულება, რომელიც შენს წინააღმდეგ არ არის“, - ამბობს შოთა კახიშვილი და დასძენს, რომ არ არსებობს მის წინააღმდეგ საპატიმრო ღონისძიების გამოყენების საფუძველი.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG