Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა - ლაივბლოგი სასამართლოდან

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო დროის გახანგრძლივებას მოითხოვს. ამის გამო დაინიშნა სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

12:50 28.10.2025

ლევან ხაბეიშვილის განცხადების გაგრძელება:

„....ყველა რომ გავიდეს აქედან, მე და თქვენ რომ დავრჩეთ აქ ნათქვამ სიტყვას საზოგადოება მაიც გაიგებს... სამართალი არ შეიძლება იყოს ადამიანის გასრესაზე, ადამიანის გაჭყლეტაზე...

ჩემი ყველა სიტყვა პარლამენტში იყო მართალი სიტყვა.. მიქაუტაძეზე ვსაუბრობდი და გავიდა წლები და ციხეში ჩასვეს ეს კაცი კორუმპირებულია...

სადმე წერია, რომ მოძალადე ვარ? სადმე წერია, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი? წარმოუდგენელია პოლიტიკოს არ მეძლეოდეს საშუალება ჩემი მესიჯები მივიტანო ხალხამდეე...

რომ მოვდიოდი მინდოდა მქონოდა სასამართლო, ბევრი ამბობს, რა აზრი აქვს...ცოტა იმედი მაინც... მინიმალური განცდა სამართლიანობის.... რა იმედზეა საუბარი, დაგეგმილი მაქვს ადვოკატთან შეხვედრა. დავტოვე ჩემი ორი ფანჯარა ღია, რომ მიავი შემოვიდეს...

სად ვიპოვო ადამიანურობა დამანახეთ..დამანახეთ სად არის ეს სამართალი... პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილის მიმალვის საფრთხე არსებობს - ანეგდოტია.

პროკურორი ამბობს, რომ ხაბეიშვილი რამეს გაანადგურებს - რა უნდა გავანადგურო კაცო, ტელევიზორშია ყველაფერი..

მე ვიცი, რომ რაღაც ტექსტი იქნება, უნდა გაგრძელდეს და ერთი სული გაქვთ მორჩეს მე არ მაქვს ერთი სული, მინდა ჩემს საყვარელ ადამიანებს შევხედო...

კაცი[ღარიბაშვილი] თავდაცვის მინისტრი იყო, შს მინისტრი იყო, პრემიერ-მინისტრი ორგზის, იმ კაცის სახლიდან ამოიღეს 15 მილიონი ლარი (შეიძლება ძველი კურსით გადავამრავლე) და მეოცედი დაუწესეს... მილიონად კაცი გავუშვით გარეთ....დიდი გავლენა აქვს. პრემიერ-მინისტრი იყო ფულითაც შეუძლია რაღაცის ყიდვა ჰო? პაჩკა-პაჩკა სახლში მიდევს [ხელებით ტაშს უკრავს] და გაუშვეს...

ვენდეტაზე არ ვსაუბრობ, ადამიანურობა და სამართალი მინდა დაბრუნდეს, უნდა მორბოდნენ სასამართლოში, თქვენი დანახვა უნდა უხაროდეთ იმიტომ, რომ სამართალს იპოვნიან".

„საზოგადოების ემოციაა, რომ სძულთ სასამართლო, ეზიზღებათ, ეს ინფორმაციები აქედან საზოგადოებაში გადის, ეს ვერ იქნება დაკონსერვებული, შეუძლებელი არსებობდეს ქვეყანა, სადაც ხალხი სასამართლოს უყურებდეს ასე, რომ გამაყოფინებენ თავს ახლა და მომჭრიან..

ხალხს შია, წყურია, კომუნალური ვერ გადაიხადა.. რუსთავში ვარ წამოკოტრიალებული, ვუსმენ და ვაანალიზებ.... ხალხი, ვინც გასცა ბრძანება, რომ მე აუცილებლად უნდა ვიყო ციხეში აპელირებენ, ოჯახი ტრადიციები, ქრისტიანობა...

საქართველო ქართველ ხალხს - დიახ, ეს ტოლერანტული, ქრისტიანული სულისკვეთება ვერ წაიშლება, ეს ქართველის გენშია. არ შეიძლება, ქართველი ხალხი გულის სიღრმეში სოლიდარული არ იყოს, მაგრამ სად არის ქრისტიანობა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში, სად გამოიხატება ქრისტიანობა, სად არის ღმერთი?

ნულოვანი თანაგრძნობა როგორ შეიძლება იყოს საქართველოს, ქრისტიანული დემოკრატიული, ტოლერანტობაზე დაფუძნებული ქართველი ხალხისთვის მისაღები?

როცა გდდ-ს თანამშრომელს მოვუწოდებდი არ აწამოთ, მე ნაწამები ვარ, იცით თქვენ? მე დაზარალებულად ვარ ცნობილი, გაგიკვირდებათ და, ჩემზე რომ ვლაპარაკობ ვგულისხმობ საზოგადოებას მედიას, ყველას მოვიაზრებ ასობით ადამიანი დაააკავეს...არასდროს დაკავებული არ ვარ, რომ ვინმეზე ვიძალადე, ამ პირობებშიც კი ადმინისტრაციულადაც არ ვარ დაკავებული... მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ პასუხი მაგებინონ და ციხეში ვიყო...

მე მეორე დღესვე დავასახელე [გულისხლობს მათ, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა] ერთი კაცი მაინც არის დაკავებული? ჩემი მიზანი არ არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ ვინც მაწამა, ხარებას ვგულისხმობ, სასამართლომ უნდა დასაჯოს ის, მამოძრავებს თუ არა შურისძიება? - არა, მე ამაზე ვმუშაობ..

ყველაზე ჰუმანურად მოვექცევი მას, ჩემს შვილებს ვუთხარი არ გაუჩდეთ შურისძიების გრძნობა, გულში არ ჩაიდონ, რომ ეს გაივლის, რომ ეს გაივლის, რომ ეს სახელი და გვარი გულში არ ჩაიდონ.. მე როცა მოქალაქე ვსაუბრობ ამას, იმის მეასედი მინდა სახელმწიფოსგან, მეათედი კი არა მეასედი..."

მოსამართლე აჩერებს.

ხაბეიშვილი ამბობს: „ციხეში ვარ ლაპარაკის გამო ორი თვეა და ორი წუთი მეყოფა? მაცალეთ დავასრულო.... კონვეირივით ეს ხალხი ციხეში შეყარო, მეტს კი არაფერს აკეთებდა ჰიტლერი...პოლიტიკოსს ანგარიშს ჰიტლერიც უწერდა, ადენაუერი ორი დღით დაიჭირა....

სიმართლე თუ არ ვთქვი, აბა , რა ვთქვა, გავჩუმდე? სკოჩი გინდათ ამაკრათ?".

„გავიდა ოთხი ოქტომბერი, მოვიდა ნოემბერი, რა არის შაშიში იმაში, რომ ხაბეიშვილი გარეთ იყოს? ვიცი რაც მოხდება, მოხდება იგივე, რაც 11 სექტემბრს იყო...

დარბაზში ჟურნალისტებს ვხედავ[ქეთა ციცქიშვილს მიმართავს], რომლებიც პატიმრობაში იყვნენ. დიდი პატივისცემა თქვენ, მინდა ეს ამბები კიდევ უფრო ემოციურად მოუყვე საზოგადოებას, შენ არ მოგიყოლია როცა დაკავებუი იყავი შენი 12 წლის შვილის ემოციები. ადამიანებს გააგებინეთ ეს ემოციები, ხალხის გულებამდე მიიტანეთ... თითოეული დღე ჯოჯოხეთია ციხეში, სერიოზული ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება იქ მყოფ ადამიანს...

ყოველ დღე თქვენ კლავთ ადამიანების ფსიქიკას, ემოციებს, მის სულს....ამიტომ ვთქვი, რომ სასამართლო რეფორმა რომ იქნება, პროკურორმა და მოსამართლემ სამი დღე გაატარონ იქ და მიხვდებით, სამი დღე რამდენია, ყველაა, ათასია".

ლევან ხაბეიშვილმა გამოსვლა დაასრულა და განაცხადა, რომ რეპლიკის ეტაპზეც ისარგებლებს სიტყვის უფლებით.

12:36 28.10.2025

12:25 - ლევან ხაბეიშვილი ფეხზე დგება. ის განცხადებას აკეთებს:

„იმედია არ შემზღუდავთ დროში.. ბევრი რამ დაგროვდა ორი თვის განმავლობაში. საქმე ისეთია ჩემთან დაკავშირებული, ისეთ საკითხს გულისხმობს... ბევრი ანალიზი გავაკეთე ორი თვის განმავლობაში, სოლიდარობა მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს მსგავსად, პროტესტის გამოხატვის გამო, უკეთესი მომავალი უნდათ, აპროტესტებენ ამათ.. და ციხეში არიან გამოკეტილები.

მინდა სასამართლოს სხვა კუთხით დავანახო ეს რეალობა.... სასამართლო არ უნდა იყოს დაწესებულება, სადაც ადამიანი, რომ მოდის ელოდება გილიოტინაზე აყვანას და ჩამოხრჩობას, მე აქ რომ მოვდივარ, მინდა მქონდეს 0.5% იმედი, რომ სამართალს ვიპოვი, პატარას, სადღაც მარცვალი იმედის რომ მქონდეს..

ჩვენ ხალხმა რატომ გავაკეთეთ სასამართლო? მოგეცით უფლებამოსილება დმანაშავე კრიმინალი მკვლელი, ქურდი, ყაჩაღი მძარცველი დააკავოთ და საზოგადოებას მოაშოროთ... ჩვენ რომ კონსტიტუციაში დავწერეთ, რომ ხელისუფლება ეკუთვნის ხალხს, იმიტომ კი არ მივეცით სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომ დაგვაკავეთ, ჩაგვყარეთ დილეგებში, მოწყვიტეთ დედებს, მამებს შვილები....

არ შეიძლება ავიღოთ მოქალაქე და გადავაგდოთ ნაგავში...ადამიანები რომ განვითარდნენ, სამართალი ჰუმანური გახდა. ადამიანზე ორიენტირებული გახდა, მაგრამ ვერ ვპოულობ სამართალს, ორი თვეა ვზივარ, რის გამო,,, ჩემს თავზე როცა ვსაუბრობ, ვგულისხმობ სხვა დაკავებულებსაც, რომლებიც ციხეში პროტესტის გამო სხედან..

რა მედება ბრალად? რაიმე მოქმედება მედება ბრალად? პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება პოლიტიკური განცხადებები. სადაო არაფერი მაქვს, საჯარო განცხადებებია ჩემი, საეთერო, სადაც ვამბობ, რომ სამართალდამცავმა პატივი უნდა სცეს კანონს, არ იძალადოს ხალხზე და დაჯილდოვდება ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ბიუჯეტიდან.... კანონში მე პირდაპირ მიწერია, რომ პოლიტიკური დაპირება არ შეიძლება ჩაითვალოს ქრთამად...

პოლიტიკოსი პოლიტიკური განცხადების გამო იყოს ტუსაღობაში გაუგებარი რამეა, პროპაგანდამ რომ ნახა ბრალი სიგიჟეა, ამოიღო ის, რომ აქციას პროაქტიულად ვუჭერდი მხარს, ამოიღო სიტყვა დამხობა და ბრალი წამიყენა...დამხობა არის მოქმედება..

როცა საუბარია აქციის სახელმწოდებაზე - ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობა, პოლიტიკოსებს გვჩვევია, როცა ვირუსულად გვინდა რამის გაგრძელება ვიფიქრებთ სლოგანებს.

როცა ვამბობთ ცეცხლი ოლიგარქიას, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ცეცხლი უნდა მივუნთოთ და დავწვათ

როცა ვამბობთ, რომ სისტემა უნდა დაინგრეს, პერფერატორით ხომ არ უნდა მივადგეთ და დავანგრიოთ სისტემა?

ორი შვილი მყავს, მამა მოაკლდათ, მაგრამ მათ გააზრებული აქვთ, რომ მამა ბრძოლაშია.. მაგრამ დაკოჟრილხელიანი ხალხი ვნახე... მათ ისიც კი უხაროდათ ულუფა შეგვხვდება, რომ დაგვაკავებენო..

....ლაპარაკის გამო შეიძლება პოლიტიკოსი იყოს? თურმე არ ეყოთ ორი თვე იმისთვის, რომ ....

პროკურორებმა არ უნდა გაიარონ სწავლება ისე, რომ სამი დღე დახურულ სივრცეში არ გაატარონ [სიცილია]... ორი თვე...სამი თვე.. ადამიანის გამოგლეჯილი ცხოვრებაა ხალხო. როგორ შეიძლება ჩაითვალოს, რომ ლევან ხაბეიშვილის საზოგადოებისთვის საშიშია და ვაიმე ხვალ რაიმე დანაშაული არ ჩავიდინო...

როცა ირაკლი ღარიბაშვილზე ვლაპარაკობდი, მეუბნებოდნენ „შე მასხარა, შე პროვოკატორო“ და აქ მოგიყვანეს ირაკლი ღარიბაშვილი...

12:26 28.10.2025

12:23 - პროკურორი ბექა ხუნაშვილი იწყებს შუადგომლობის დასაბუთებას და ამბობს, რომ წინა მოსამართლემ მათი არგუმენტები გაიზიარა და პატიმრობა შეუფარდა ხაბეიშვილს. მას მიაჩნია, რომ სახეზეა ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე/

პროკურორის თქმით, ბრალდების შინაარსი საზოგადოებისთვის მომეტებული საფრთხის შემცველია და წესრიგის დარღვევისკენაა მიმართული..

„დღეის მოცემულობით არანაირი ახლადგამოვლენილი გარემოება არ არსებობს, რაც განგრძობადი პატიმრობის მიზანშეუწონლობზე მიუთითებდა. შესაბამისად ჩვენი პოზიცია უცვლელია... დატოვეთ პატიმრობა ძალაში“, - ამბობს პროკურორი.

12:24 28.10.2025

12:22 - ლევან ხაბეიშვილი ითხოვს განცხადების უფლებას.

„ორი თვეა ციხეში ვარ, ვერ გავიგე რატომ და განცხადების უფლება არ მაქვს?", - სვამს კითხვას ის.

მოსამართლე პასუხობს, რომ თქვენი სიტყვის დრო როცა მოვა, მაშინ ისარგებლეთო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG