13:34 - სხდომა დასრულდა. „ხუთი წუთი მაინც გეფიქრათ“, - ასეთია დამსწრეების რეაქცია
13:33 - „ძალიან მოულოდნელი იყო“, - ამბობს გიორგი ბოტკოველი.
13:32 - მოსამართლე შამათავამ ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ ლევან ხაბეიშვილი პატიმრობაში უნდა დარჩეს.
„თქვენი უფლებაა გაასაჩივროთ თუ არ ეთანხმები“.
მოსამართლე ასაბუთებს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ „ახალი გარემოება ან მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, რაც გაუქმების შესაძლებლობაზე მიგვითითებდაო“.
13:25 - 11 სექტემბრიდან დამაკავეს, აქციის მხარდამჭერი ვიყავი, სლოგანის - ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის. ეს იყო აქციის სლოგანი და მე ვამბობდი, რომ მშვიდობია აქცია უნდა ყოფილიყო რუსთაველზე. 11-ში ციხეში ვიყავი, ყველა შესაძლებლობა წამართვით და 4 ოქტომბერზე რა გავლენა უნდა მომეხდინა?
პროკურორი: პარალელებს თუ ავლებთ, უპრიანია ამ საქმეზე გაავლოთ პარალელი და არა ღარიბაშვილზე
ხაბეიშვილი: 11 სექტემბრის მერე ბევრი რამ შეიცვალა. ტელევიზორში ვნახე, რომ თავისუფლებაზე ჩატარდა და მშვიდობიანად - დიახ.... აბა რა გვაქვს ხელში, მშვიდობიანი პროტესტის უფლება....იქით გადავარდნა და გადმოვართნა არ მგონია ნორმალური....
ადამიანურად ბევრად დათრგუნული ვიქნები მე ვიყო გარეთ, როცა ჩემი თანამებრძოლები ციხეში არიან... კი ჯოჯოხეთია საკანში ყოფნა, მაგრამ ადამიანურად, მორალურად, უფრო ცუდად ვიქნები გარეთ".
ფორუმი