Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა - ლაივბლოგი სასამართლოდან

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო დროის გახანგრძლივებას მოითხოვს. ამის გამო დაინიშნა სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

12:13 28.10.2025

12:10 - ლევან ხაბეიშვილის სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პროკურატურამ საგამოძიებო დროის გახანგრძლივენის შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. ასეთ დროს, სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიება გადასინჯოს.

12:13 28.10.2025

12:11 - სხდომა მეორე სართულზე, მე-16 დარბაზში იმართება, მოსამართლე ნანა შამათავაა.

12:15 28.10.2025

12:12 - „ტაში არ დაუკრათ, როცა შემოიყვანენ, საბაბი არ მისცეთ“, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბოტკოველი. მასთან ერთად სხდომას პარტიის სხვა წევრებიც ესწრებიან.

12:15 28.10.2025

12:13 - პირველ რიგში სხედან ლევან ხაბეიშვილის შვილები: 14 და 16 წლის. დაკავების შემდეგ მათ მამასთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცემიათ. 11 სექტემბრის შემდეგ ეს პირველი შეხვედრა იქნება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG