Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ხაბეიშვილის საქმის განხილვა - ლაივბლოგი სასამართლოდან

პროკურატურა ლევან ხაბეიშვილის საქმეზე საგამოძიებო დროის გახანგრძლივებას მოითხოვს. ამის გამო დაინიშნა სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

12:22 28.10.2025

12:19 - მოსამართლე ნანა შამათავა დამსწრეებს წესრიგის დარღვევის შემთხვევაში მოსალოდნელ სანქციებზე აფრთხილებს. ასევე ამბობს, რომ „დამსწრეებმა მობილურები უხმო რეჟიმზე გადაიყვანონ“.

12:22 28.10.2025

12:21 - მოსამართლე მიჰყვება საპროცესო კოდექსს და ადგენს ბრალდებულის ვინაობა.

სახელი და გვარი, ოჯახური მდგომარეობა, განათლება, საცხოვრებელი ადგილი, ნასამართლეობა - „არ ვარ ნასამართლევი“.

12:23 28.10.2025

12:21 - მოსამართლე ეუბნება ხაბეიშვილს, რომ „მას ისევ იმაში ედება ბრალი, რაშიც ედებოდა, მაგრამ დღევანდელი სხდომის ჩატარების საფუძველი გახდა პროკურატურის მომართვა საგამოძიებო დროის გახანგრძლივების შესახებ. ანუ პროკურატურამ ორ თვეზე მეტი ითხოვა მტკიცებულებების შესაგროვებლად.

12:24 28.10.2025

12:22 - ლევან ხაბეიშვილი ითხოვს განცხადების უფლებას.

„ორი თვეა ციხეში ვარ, ვერ გავიგე რატომ და განცხადების უფლება არ მაქვს?", - სვამს კითხვას ის.

მოსამართლე პასუხობს, რომ თქვენი სიტყვის დრო როცა მოვა, მაშინ ისარგებლეთო.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG