13:06 - "წელი მწყდება", - ისმის ნინო დათაშვილის ხმა, ტირის. "ცოტა ხანი მოითმინე ნინო, პროკურატურამ მოითხოვა შენი გირაო, ცოტა ხანი მოითმინე, გაუძელი"... უებნება მას ადვოკატი, თამარ გაბოძე. "თუ შეიძლება, ერთი სკამი მომიტანოთ, რომ ფეხები დავალაგო, სხვანაირად ვერ ვჩერდები, ნემსი გავაკეთებინე"... დარბაზში ისმის ნინო დათაშვილის ხმა, პატიმარი კვნესის, დარბაზში მსხდომებს უჭირთ ამ სიტყვების მოსმენა. დარბაზიდან ისმის ტირილის ხმა.
13:01 სხდომის მდივანი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებას ონლაინ უკავშირდება. ნინო დათაშვილი სხდომას ონლაინ უნდა დაესწროს.
13:00 - პროკურორი მედეა ცირამუა დარბაზში შემოვიდა. მოსამართლემ მას შენიშვნა მისცა: "არ ვარ ვალდებული, რომელიმე მხარეს გელოდოთ".
12:51 საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს, რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს - განცხადება პროკურატურამ ორი წუთის წინ გაავრცელა. პროკურორი ჯერ არ გამოჩენილა დარბაზში.
ფორუმი