ევროკომისია უკრაინის ფინანსური დეფიციტის დასაფარად ორ დამატებით ვარიანტს განიხილავს – ევროკავშირის საერთო ვალისა და წევრი სახელმწიფოების გრანტებით, ამის შესახებ Euractiv-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.
ორივე მექანიზმი განიხილება ადრე შეთავაზებულ „რეპარაციის სესხთან“ ერთად, რომელსაც ბრიუსელი კვლავ პრიორიტეტულად მიიჩნევს. სქემა ითვალისწინებს 140 მილიარდი დოლარის სესხს, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით იქნება უზრუნველყოფილი. თუმცა ევროკავშირის ოქტომბრის სამიტზე ამის წინააღმდეგი გამოვიდა ბელგია, რომლის პოზიციასაც მიემხრნენ გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.
Euractiv-ის მონაცემებით, ერთობლივი სესხის აღების იდეა ევროკავშირის გრძელვადიანი ბიუჯეტიდან თანხების გამოყენებას არ გულისხმობს - ეს არასაკმარისია. ევროკომისია დაფინანსების ყველა ვარიანტს სპეციალურ დოკუმენტში წარმოადგენს, რომელიც ევროპის დედაქალაქებს უახლოეს კვირებში გაეგზავნება. საკითხის განხილვა იგეგმება ევროკავშირის სამიტზე, რომელიც 18-19 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2026-2027 წლებისთვის უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტს 55 მილიარდ ევროდ აფასებს. ევროკომისია ამ საორიენტაციო მონაცემებს ეყრდნობა.
ფორუმი