Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაია მარგიშვილი, რომელმაც 2 კვირა გაატარა საპატიმროში, ამჯერად 5 დღით დააპატიმრეს

ჯერ ბაია მარგიშვილს შეუფარდეს 14-დღიანი პატიმრობა, შემდეგ დედამისს, ფატი ბაგრატიას, ახლა კი მარგიშვილი კიდევ ხუთი დღით გაუშვეს საპატიმროში.
ჯერ ბაია მარგიშვილს შეუფარდეს 14-დღიანი პატიმრობა, შემდეგ დედამისს, ფატი ბაგრატიას, ახლა კი მარგიშვილი კიდევ ხუთი დღით გაუშვეს საპატიმროში.

დღეს, 2025 წლის 26 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კვლავ შეუფარდა პატიმრობა დემონსტრაციების მონაწილე ბაია მარგიშვილს - ამჯერად ის ხუთ დღეს გაატარებს საპატიმროში.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო. მარგიშვილი თავად არ დასწრებია პროცესს, თუმცა, როგორც მისი თანამოაზრეები იუწყებიან, „გამზადებული იყო დასაჭერად“.

ბაია მარგიშვილმა, - რომელმაც 14 დღე გაატარა ზესტაფონის იზოლატორში მას შემდეგ, რაც თბილისის რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დააკავეს, - ხელმეორედ დაკავებამდე რადიო თავისუფლებას მისცა ინტერვიუ.

ინტერვიუ ბაია მარგიშვილთან
please wait
ინტერვიუ ბაია მარგიშვილთან

No media source currently available

0:00 0:11:22 0:00

მას მეორედაც გზის გადაკეტვას ედავებოდნენ - კვლავ ადმინისტრაციული წესით; პირველად რომ დააკავეს, ის საქმე უფრო გვიან მომხდარ „დარღვევას“ ეხებოდა, ხოლო ახლა ედავებოდნენ უფრო ადრე ჩადენილ „სამართალდარღვევას“.

ბაია მარგიშვილმა იზოლატორი დატოვა 21 ნოემბერს, იზოლატორის დატოვებიდან მეორე დღეს კი კვლავ დაიბარეს სასამართლოში, - სხდომა დღეს, 26 ნოემბერს, გაიმართა.

პირველი საქმის განხილვისას, მან მოსამართლე ზვიად ცეკვავას დასანახად დარბაზში საკუთარი საქმის მასალები დახია და თქვა, რომ სწორედ ასე გადაახია ხელისუფლებამ კონსტიტუცია თავზე. მოსამართლემ იგი სხდომიდან გააძევა.

ზესტაფონის იზოლატორში გადაყვანის შემდეგ, ბაია მარგიშვილს დაეწყო ტკივილები, რასაც იგი ასე აღწერს: „ეს იყო ჩემი ორგანიზმის რეაქცია სიცივესა და ჰიგიენური პირობების დაუცველობაზე“.

მისივე თქმით, საპატიმროში „ექიმები შოკში იყვნენ, ამ ბავშვს აქ რა უნდაო. კლინიკაში გადამიყვანეს, ექიმმა მითხრა, რომ ინფექციააო“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG