ალექსანდრე ჩილაჩავა - 44 წლის ალექსანდრე ჩილაჩავა ზუგდიდელი აქტივისტია და ერთი წელია, ყოველ დღე ამ ქალაქში აპროტესტებს 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან ინტეგრაცია შეაჩერა. 4 ოქტომბერს სხვა აქტივისტებთან ერთად თბილისში, რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლა.
დროებით უმუშევარია, აქვს უმაღლესი განათლება.
ანტონ ვარდანიძე, გიორგი რურუა, გიორგი ქორქია - „არც ერთი დაკავებული ბრალს არ ეთანხმება.
21 წლის ამირან დოლიშვილი - ამირან დოლიშვილი დედასთან და ძმასთან ერთად მცხეთის რაიონის სოფელ მუხროვანში ცხოვრობს. 9 ოქტომბერს სახლში 8 წლის ძმის თვალწინ დააკავეს. ამირან დოლიშვილმა სასამართლოში თქვა, რომ დაკავებისას სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მოგვიანებით, მისმა ადვოკატმა მარიამ შათირიშვილმა დაამატა, რომ ერთ-ერთმა სპეცრაზმელმა მას სახეში „საკმაოდ მძიმედ ჩაარტყა“.
ამირან დოლიშვილს საშუალო განათლება აქვს და საოჯახო მეურნეობაში ეხმარებოდა დედას იქამდე, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებოდა. ამირან დოლიშვილის თქმით, მას პერიოდულად, ოპერაციის შემდეგ სამედიცინო პროცედურები ჭიდება - სხვა საჭიროება კი არ აქვს.
სერგო მეგრელიშვილი, 45 წლის - სერგო მეგრელიშვილი სამტრედიიდანაა. მხარს უჭერს პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“, აქვს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ადვოკატ, დიმიტრი ვარდიაშვილის ცნობით, მისი შემოსავალი დღეში 20 ლარია.
ჰყავს ავადმყოფი ცოლი და დედა, ასევე, არასრულწლოვანი შვილი.
პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული „გამოხატავდა სიტყვიერ აგრესიას და ასევე, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მიზნით ცდილობდა ღობის დაზიანებას“.
მეგრელიშვილი ბრალს არ აღიარებს.
ფორუმი