Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

12:05 27.11.2025

სულხან ტუღუში - 41 წლის, თბილისში ცხოვრობს. თვითდასაქმებულია. ცოლ-შვილი არ ჰყავს.

12:05 27.11.2025

ლევან ჯიქია, 55 წლის - ლევან ჯიქიას სამი შვილი ჰყავს. ამჟამად უმუშევარია, სწავლობდა სამხატვრო აკადემიაში. ქმნიდა ხელნაკეთ ნივთებს. სასამართლო სხდომაზე არაფერი უთქვამს. ცნობილია, რომ დანაშაულს არ აღიარებს.

12:04 27.11.2025

ლაშა ივანაძე, 34 წლის -ლაშა ივანაძე მარტოხელა მამა და ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ორი შვილი ჰყავს: პირველ და მესამეკლასელები. ბათუმიდანაა, თუმცა მშობლებთან ერთად თბილისში ცხოვრობს.

მისი შემოსავალი ჯერ მანქანების სამრეცხაო იყო, ბოლოს „დაშლილებში“, მეთუნუქის შეგირდად მუშაობდა. პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეა, მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში.

12:04 27.11.2025

44 წლის გენადი კუპრეიშვილი - გენადი კუპრეიშვილი სენაკის რაიონის სოფელ გეჯეთში პენსიონერ დედასთან და ცოლთან ერთად ცხოვრობს. პარალელურად, ის სოციალურად დაუცველ მარტოხელა დას და ორ შვილს ეხმარება. გენადი კუპრეიშვილის და, ხათუნა კუპრეიშვილი ძალადობის მსხვერპლი ქალია.

ოჯახს 20 000-ლარის ბანკის ვალი ჰქონდა, რომელიც დედის დახმარებით ბანკიდან გამოიტანეს. ხათუნა კუპრეიშვილის თქმით, მამას სიმსივნე დაუდგინდა და ეს თანხა მკურნალობისთვის დასჭირდათ, შემდეგ კი „ვალი ვალს დაემატა“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG