რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

12:13 27.11.2025

4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში პროკურორები არიან: თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია.

პროკურორი თამარ იაკობიძე იყო პროკურორი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში, მათ შორის:

  • ლაზარე გრიგორიადისის საქმე
  • 5 ივლისის მოვლენების საქმეები
  • ანატოლი გიგაურის საქმე
  • საბა ჯიქიას საქმე
12:08 27.11.2025

„რასაც გვეუბნებით ჩვენთვის მიუღებელია რაა, არც კი ვიცნობთ ერთმანეთს“, - ეს რეაქცია აქვს გიორგი ქორქიას მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ.

12:07 27.11.2025

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების ისტორიები შეგიძლიათ აქ

12:05 27.11.2025

ხვიჩა გოგოხია - 54 წლის ხვიჩა გოგოხიას შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი, მან აირჩია სტრატეგია და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG