Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

12:53 27.11.2025

პროკურორი თამარ იაკობიძე ამბობს, რომ წინასასამართლო სხდომის ეტაპზე არ იკვლევენ მტკიცებულებების შინაარსს, მხოლოდ მოწმდება ის კანონიერად არის თუ არა მოპოვებული. მისი თქმით, ჩხრეკის ოქმები მოსამართლის განჩინების საფუძველზეა შედგენილი.

12:41 27.11.2025

რადიო თავისუფლებამ გამოიკვლია და აღწერა, ვინ არიან 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულები. მათმა ამბებმა ამოატივტივა მძიმე ყოფითი, სოციალური და ჯანმრთელობის პრობლემები

თუ თქვენი სურვილია ამ ადამიანებზე მეტი გაიგოთ, მაშინ ნახეთ ვიდეო:



12:39 27.11.2025

რამაზ მამულაძის ადვოკატი ნათია მეზვირშვილი მოითხოვს, რომ დაუშვებლად ცნონ ბრალდების მხარის მტკიცებულება - მამულაძის პირადი და სახლის ჩხრეკის ოქმები.

ადვოკატი გაგი მოსიაშვილი კი მოითხოვს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება საქმეს დაერთოდ როგორც სადავო, ანუ ამ მტკიცებულებებს არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლევებ. იგივე პოზიცია აქვს ამირან დოლიშვილის ადვოკატს, მარიამ შათირიშვილს.

ყველა სხვა ადვოკატმაც თქვა, რომ სადავოდ ხდიან ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.

12:25 27.11.2025

მხარეები საქმეში არსებული მტკიცებულებების დაუშვებლობა/დასაშვებობაზე მსჯელობენ.

ეს ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეში შეიძლება იყოს მტკიცებულებები, რომლის საქმეში მტკიცებულებად დარჩენასაც ადვოკატები ეწინააღმდეგებიან.

ადოკატებიც აგროვებენ მტკიცებულებებს, ანალოგიურად პროკურორსაც შეუძლია მოითხოვოს რომელიმე ასეთის დაუშვებლად ცნობა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG