Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

17:29 27.11.2025

17:28 - 49 წლის მამუკა ლაბუჩიძე თბილისში მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ სამშენებლო სექტორშია დასაქმებული. „აქციაზე გავიდა, როგორც მოქალაქე, რომელსაც პროტესტის გამოხატვის სურვილი და უფლება აქვს“, - ამბობს მისი ადვოკატი აიჰან ჰასანლი.

მამუკა ლაბუჩიძემ სასამართლოში თქვა, რომ იცოდა, პოლიცია მასაც მიაკითხავდა, თუმცა მიმალვა არ მიცდია, რადგან დასამალი არაფერი ჩამიდენიაო.

ადვოკატის, აიჰან ჰასანლის თქმით, ვიდეოში, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა არც ჯგუფური ძალადობა ჩანს და არც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.

აიჰან ჰასანლი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს.

17:25 27.11.2025

ადვოკატ, თამარ ენუქიძის თქმით, ბრალდებულ გიორგი მულაძის წინააღმდეგ საქმეში სამი ვიდეო დევს და არც ერთ მათგანში ჩანს მისი მხრიდან ძალადობრივი ქმედება.

მისივე ცნობით, მულაძე ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, ჰყავს ცოლი და არასრულწოვანი შვილი. მას ჰქონდა საკმაოდ მაღალნაზღაურებადი სამსახური შპს კავკასიას სამთო ჯგუფში.

მულაძის ადვოკატი სასამართლოს სთავაზობს გააუქმოს პატიმრობა და შეუფარდოს მას გირაო 15 000 ლარის ოდენობით. „შესაძლებელია გირაოს თანხის გაზრდაც“.

17:25 27.11.2025

რა ვიცით ავთანდილ სურმანიძეზე? - ფრაგმენტი რადიო თავისუფლების სტატიიდან

უკრაინაში მებრძოლი ქართველი 30 წლის ავთანდილ სურმანიძე 10 ოქტომბერს შუაღამით ბათუმში დააკავეს. მას ბრალი ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის მუხლით წაუყენეს. სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას არ ედავებიან.

ავთანდილ სურმანიძე ხულოდანაა, ჰყავს მშობლები, ორი ძმა და ერთი და. მშობლების ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ოჯახის მოსანახულებლად ბათუმში ის დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავიდა უკრაინიდან და 4 ოქტომბრის საღამოს ათონელის ქუჩაზე იმყოფებოდა, თუმცა, მისი თქმით, არავითარ ძალადობაში არ მონაწილეობდა.

ავთანდილი უკრაინაში თითქმის ომის დაწყების დღიდან იბრძვის, ის ფეხშია დაჭრილი და ხუთამდე ოპერაცია აქვს გაკეთებული უკრაინაში. სასამართლო სხდომაზე გაირკვა, რომ ავთანდილ სურმანიძეს მიღებული აქვს კონტუზია და შშმ პირის სტატუსის მისაღებად, თბილისში საკომისიო შემოწმება უნდა გაევლო.

ადვოკატმა, ნანა ფარჩუკაშვილმა აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„რამდენჯერმე არის რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში საომარი მოქმედებების დროს დაჭრილი. არის შშმ პირის სტატუსის მქონე, წარმოდგენილი არის მტკიცებულებები. ეს მტკიცებულებები [უკრაინულ ენაზეა] ბრალდებულის ძმამ გადმოუგზავნა გამომძიებელს.

ეს მტკიცებულებები ადასტურებს მისი ჯანმრთელობის ძალიან მძიმე მდგომარეობას“, - თქვა ადვოკატმა.

ფარჩუკაშვილის თქმით, დროის სიმცირიდან გამომდინარე ვერ მოასწრეს დოკუმენტაციის თარგმნა, ბრალდების მხარემ კი განაცხადა, რომ მისთვის ამ ეტაპზე არ არის დადასტურებული, როგორც შშმ პირის, ისე ვეტერანის სტატუსი.

ავთანდილ სურმანიძე უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საზენიტო ბატალიონში მსახურობდა სითბური რაკეტების მსროლელად და ინსტრუქტორად. ის ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციის, "ალტერნატივის" წევრიცაა.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების დაკავშირებას "ტერორიზმთან და შეთქმულება/ამბოხთან" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მანამდეც ცდილობდა. ამ მიმართულებით გრიფით "საიდუმლო" საქმეს სუსიც იძიებს, გასული წლის ზაფხულში უწყებაში მოწმის სახით გამოკითხვაზეც იყო დაბარებული უკრაინაში მებრძოლი ქართველების ნაწილი.

საქართველოს ხელისუფლება არცთუ იშვიათად აკრიტიკებს უკრაინაში მებრძოლ თავის მოქალაქეებს და მათ საქართველოში „რევოლუციური პროცესების“ მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

17:15 27.11.2025

ავთანდილ სურმანიძეს ეკითხება მოსამართლე - დასაქმებულია ვინმეო?

სურმანიძე პასუხობს: დიახ, დასუფთავების სამსახურშიო

მოსამართლე: შეუძლიათ გადახდაა?

ისმის დარბაზიდან - 300 ლარი...

ერევა ადვოკატი - თუ მაგაზეა კითხვა, მე ვიხდი აღნიშნულ თანხას, გაკმაყოფილებთო?

ავთანდილ სურმანიძე ამბობს:

„ზოგადად თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის ციხე და სასჯელი არაფერს წარმოადგენს, როცა ქვეყნის ერთიანობას ეხება, მე ბრალდებულის სკამზე ვზივარ, მაგრამ უფრო დაზარალებული ვარ, რაც ადვოკატმა წარმოთქვა იყო ჩემი საქციელი უსამართლობაზე...

მაშინ როცა სამართალდამცავი მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც თავის უფლებას იყენებს და მშვიდობიან აქციაზე მშვიდობიანად დგას და ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი, როცა კანონი ირღვევა მის წინააღდეგ, როგორ უნდა მოიქცეს ეს ადამიანი?“.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG