14:36 - ლაშა ივანაძის და გენადი კუპრეიშვილის ადვოკატი, თემურ ბენიძე მოითხოვს მისი დაცვის ქვეშ მყოფებს შეუცვალოთ აღკვეთის ღონისძიება და 10 000-10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლონ.
14:38 - ვლადიმერ გველესიანის ავდოკატი, ზურაბ გულიაშვილიც გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას მოითხოვს. „რაოდენობა თქვენ განსაზღვრეთო“, - აცხადებს ის.
14:39 - ანტონ ვარდანიძის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილიც მოითხოვს გათავისუფლდეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი წინასწარი პატიმრობიდან.
„არც ერთ მოწმეს არ აქვს ჩვენება მიცემული ანტონ ვარდანიძის წინააღმდეგ, შესაბამისად, თუ არ არსებობს მოწმე, რომელიც მასზე მიანიშნებს, გაუგებარია, რატომ უნდა სურდეს მოწმეებზე ზემოქმედება“, - თქვა ადვოკატმა.
ამას გარდა ხაზს უსვამს ფაქტს, რომ გამოძიება დასრულებულია და მტკიცებულებებს ვეღარ გაანადგურებს.
14:56 - ბრალდებული გიორგი რურუა ამბობს:
„პროკურორის მინდა გამოვეხმაურო.. წარმატებას გისურვებთ ცხოვრებაში, მაგრამ თქვენ ერთი განმარტება გააკეთეთ ჩემს შესახებ, მე ნანახი მაქვს სამედიცინო ცნობებიო და თუ მეშლება შემისწორეთ - საერთოდ ადამიანობის ფარგლებს არაფერი უნდა გაცდეს. დაკავების დღიდან, თავი დავანებოთ თირკმელების პრობლემას, არ გთხოვთ, რომ სამედიცინო განათლება გქონდეთ, ექსპერტს მიმართეთ, ამბობთ, რომ „ამ პიროვნებას იქ მკურნალობენ". თქვენ გაქვთ ანამნეზი, არ გაქვთ ინდიკატორი იმისა მკურნალობენ თუ არა..
მე მაწუხებს ნეკნთაშორის ნევრალგია, თიაქარი და გადამიყვანეს ვივამედში და უცბად - ემერტეს აპარატი გაფუჭდაო. როგორ უნდა მიმკურნალონ, როცა ყველა საერთაშორისო დონის ექიმი ამბობს, რომ მძიმე მდგომარეობაა....
იმ დღიდან როცა მიმიყვანეს იზოლატორში ვეუბნები, რომ მაწუხებს ნევრალგია და დღემდე მკურნალობა არ მიმიღია და როგორ მივიღო აპრიორად ის, რომ უკვე დაწყებულია მკურნალობა? არასწორია. ერთი მისხალი მკურნალობა ჩემზე დაწყებული არ არის.
მყავს მცირეწლოვანი შვილი, მე პირველ რიგში მედარდება ჩემი შვილი, მე არ მეშინია ჩემი ჯანმრთელობის, სიცოცხლის, სახელმწიფოსი... სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს.
ვერ დავტოვებდი ამას უკომენტაროდ და ვერ დავტოვებდი ისე, რომ გიორგი რურუა ახლა არის შესანიშნავ პირობებში, სპეციალური მატრასი აქვს, საწოლი, არც თირკმელები აწუხეს და ნევრალგიაც არ აქვს.
ვწუხვარ ჩემს დეიდაზე, ჩემს მდგომარეობაშია ანალოგიურად, ის არის მარტო სახლში და ჰუმანურობა და ადამიანობა მოითხოვს, რომ მკაცრი აღკვეთის ღონისძიება შეიცვალოს შინაპატიმრობით ან არ ვიცი....
მე ვაცხადებ საჯაროდ, რომ ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაწესდეს საერთაშორისო მონიტორინგი... იქნებ საერთაშორისო საზოგადოებასაც დავუმტკიცოთ ის, რომ კურორტზეა საპყრობილეში“.
ფორუმი