Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ
4 ოქტომბრის საქმეს სასამართლოში განიხილავენ

4 ოქტომბრის საქმე - ლაივბლოგი

საქალაქო სასამართლოში ერთმანეთის პარალელურად იწყება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების სასამართლო. ერთ ჯგუფში 13 ბრალდებულია, მეორეში 15.

15:18 27.11.2025

ბრალდებული ვლადიმერ გველესიანი დედას და შვილებს ბოდიშს უხდის და ასევე მადლობასაც „ასეთი რომ გამზარდეო".

„კალცის მაგივრად კვერცხის ქერქი გიჭამიათ? ამას ჭამენ ციხეში, რადგან კალცი არ აქვთ

ელასტიკური ბინტი არ მოუტანიათ, კვირეებია ველოდები, ვიყიდი-მეთქი, არა მოგიტანთო, ველოდები...

50 თეთრიან ანალგინს, რომ დღეები ველოდებით, ამასაც შეგახსენებთ პროკურორო...

მართლა ვერ გამიგია, რა დავაშავე, ჯგუფური ძალადობაო, დღეს დავინახე ეს ადამიანები პირველად, იქამდე სხვა ხალხთან ერთად ვიყავი, ახლა კიდე სხვებთან ვარ, მადლობა, რომ ეს ხალხი გამაცანით...

რა არის ძალადობა თქვენი გადმოსახედიდან? მე გამიგია, რომ ძალადობა არის - ხელს ვურტყამ, ვისვრი, ვეჩხუბები, მოხრაც კი არ მაქვს გაკეთებული, რომ თითქოს რამეს ვიღებ... საიდან მოგაქვთ ჯგუფური ძალადობა, ჯგუფურ ძალადობაზე ყველა ციხეში, თუ როგორაა?

მე ერთ წელს დამაჯენ, ორს, თუ სამ წელს, არ ვიცი ... რა უნდა მომივიდეს, სად უნდა დავიმალო, სირცხვილი იქნება, რომ ამათ დავემალო, ქუდსაც არ დავიხურავ

არასდროს შეგეშინდეთ, რომ ვინმე ზის, არა, იბრძოლეთ თქვენი სამშობლოსთვის, რომელსაც საქართველო ჰქვია და არ გრუზია. ღმერთმა გამძლეობა მოგვცეს სულიერი, ფიზიკური, ჩვენ ამას გავუძლებთ და გადავიტანთ...

[მადლობას უხდის შვილებს]

შვილებო, თავი აწიეთ, არ მოხაროთ თავი, სასირცხვილო არაფერია მე ვზივარ ჩემი ქვეყნისთვის, რომელსაც ჰქვია არა გრუზია და ჯორჯია, არამედ საქართველო...

ბატონო პროკურორო შემომხედეთ თვალებში... გაასაჯაროვეთ ჩემი ფაქტი, სად ვძალადობ ჯგუფურად?

4-ში იყო აქცია, მე არსად წავსულვარ, შვიდში დამაკავეს, მაღაზიაში შევედი, ვიყიდე საჭმელი, ავედი სახლში ვჭამე, მაცადეს და მერე შემომივარდნენ... რატომ შემომივარდით მეთქი და ეფექტი, რომ ჰქონოდაო, ადექი დაწექიო, მეთქი არ გაგივარდეს იარაღი,,. სრულ ცირკში ვართ".

ვლადიმერ გველესიანს ხმამაღალი ტაში დაუკრეს დამსწრეებმა და ბრალდებულებმა, თანაც რამდენჯერმე.

სიტყვა დაასრულა - ისევ ტაშია.

„ქართველებო მივეჩვიოთ ერთმანეთის დაფასებას, იბრძოლეთ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთვის".

15:19 27.11.2025

15:18 - ბრალდებული ალექსანდრე ჩილაჩავა:

„პირველად ვარ სასამართლოზე, პირველი სასამართლო ბუტაფორიული იყო და არამგონია, რომ ეს იყოს განსხვავებული....

... ადამიანი ვინც იბრძვის ჯერ არ დამარცხებულა და ვინც დამარცხდა არის ის, ვინც ჩვენ გვებრძვის... ვინც არ ნებდება ის იმარჯვებს და მას ხვდება ის, ვინც უკვე გამარჯვებულია“.

15:26 27.11.2025

15:21 - „ბათუმელი მედროშე“, ზურაბ ჭავჭანიძე: ჩემი ყოველი ამოსუნთქვა, ჩემი ყოველი ნაბიჯი, სიტყვა, აზრი, არის ამ პირობებით განპირობებული, რას მედავებით გულწრფელად გეუბნებით აქედან გამომდინარეობს, მე სოხუმელი ვარ, 15 ვაჟკაცი დავკარგე, 15-21 წლის ბავშვები მათ სულები არ მაძლებს საშუალებას გავჩერდე, მათ თავი რუსებთა ბრძოლას შესწირეს, ხილვასავით მქონდა რას ნიშნავს რუსული მმართელობა.

პირველი - რუსული მმარტველობის ქვეშ მილიონამდე ქართველი მოკლეს

მეორე - რუსი მმართველების ყველაზე დიდი ოცნება არის საქართველო ქართველებისგარეშე

მესამე და გამაოგნებელი - კავკასიაში მეოცე საუკუნეში არსებობდა ორი ერი აბაზგები და ურიხები, მთლიანად გააქრეს, დღეს ეს ერები არ არსებობენ 100 წელი არაა გასული რაც საქართველო იყო სოჭი, დღეს სოჭი რა დღეშიცაა ამით გვემუქრებიან, ამას გვიპირებენ.

ჩაყრილია საფუძველი - გადაშენებით და გადაჯიშებით გვემუქრებიან.

ვნატრობდი, რომ სოხუმიდან ჩამოტანილი დროშა არ გამომეტაა არასდროს, მომიწია.. მე ის ვარ ხელში რომ მიჭირავს ეს დროშა, მედროშეს მეძახიან.

ვერც ერთი ადამიანი ვერ ამიხსნის ლოგიკურად მე ცოცხალი, როგორ ვარ დღეს, ღმერთმა მოახდინა სასწაული და იმ დღიდან ჩემი ერთადერთი საფიქრალი და საზრუნავი... ორჯერ მაქვს ნულიდან დაწყებული ცხოვრება...საზრუნავი ჩემი იყო - სიყვარული, სიკეთე, კანონმორჩილება და პატიოსნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მთელ კედელზე დავწერე - ღმერთი სიყვარულია, მე განვაცხადე, რომ ვარ სიყვარულის დესპანი, მე მართლა მიყვარს ჩემი სამშობლო... მე ყოველ დღე გავდივარ სიყვარულსა და შიმშილს შორის, მშრალი შიმშილობა მაქვს გამოცხადებული...ახლა ასე ვართ საქართველოში სიყვარულსა და შიმშილს შორის...

ჩემი ცხოვრების აზრი იყო სიყვარული, სიკეთე და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება და თუ მართლა სასამართლოში ვდგავარ, ბოდიში, მაგრამ ფაქტობრივად სიყვარულს და პატიოსნებას აპატიმრებთ. მე სხვანაირად არ შემიძლია. გამარჯვებულები შურს არ იძიებენ, არსად და არასდროს".

ისევ ტაშია დარბაზში. ჯდება მედროშე.

15:57 27.11.2025

მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი ადგილზე თათბირით აცხადებს გადაწყვეტილებას - მან 14-ვე ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG