საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა 9 დეკემბერს 11 საათზე გაიმართება.
მეორე სხდომათა დარბაზში იწყება მორიგი წინასასამართლო სხდომა „4 ოქტომბრის აქციის საქმეზე“. დარბაზი პირველთან შედარებით პატარაა და ოჯახის წევრების ნაწილი შემოსვლას ვერ ახერხებს, ადგილები არაა.
15:57 - წინასასამართლო სხდომას თავმჯდომარეობს მოსამართლე, მეია მელქაძე. პროკურორი აქაც თამარ იაკობიძე და ლაშა ცქვიტარია არიან.
4 ოქტომბრის საქმის ამ ჯგუფში არიან ბრალდებულები:
აბო ნავერიანი, ვახტანგ ფიცხელაური, გურიელ ქარდავა, ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, ნანა სანდერი, მამუკა ლაბუჩიძე, გიორგი მულაძე, მარიამ მეყანწიშვილი, ავთანდილ სურმანიძე, ანტონ უპერ და თემურ ქურციკიძე.
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 19-222.2.ა. - სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად; მუხლი 225.2. - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა.
ფორუმი