16:08 - სხდომას არ ესწრება ვახტანგ ფიცხელაური, მან სასამართლოს წერილი გამოუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ „არ სურს სხდომაში მონაწილეობის მიღება“. ანტონ უპერი საერთოდაც ძებნილია.
16:11 - მოსამართლე ადგენს ბრალდებულების ვინაობას.
1. მარიამ მეყანწიშვილი, ხაშურიდან, დასაოჯახებელია, უმაღლესი განათლება აქვს, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი.
2. ავთანდილ სურმანიძე - 1995 წელს დაბადებული, დაბადებულია ხულოში, საქართველოს მოქალაქეა, ნასამართლევი არაა, დასაოჯახებელია, განათლება - უმაღლესი. ფაქტობრივი საცხოვრებელი უკრაინა.
3. თემურ ქურციკიძე - 2000 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი არაა,, დასაოჯებელია, აქვს უმაღლესი განათლება.
4. გიორგი მულაძე - 1985 წელს დაბადებული, დაიბადა თბილისში, ნასამართლები არასდროს ყოფილა, დაოჯახებულია, უმაღლესი - ბაკალავრი, მაგისტრატურა.
5. მამუკა ლაბუჩიძე - ნასამართლევი არაა, დასაოჯახებელია, უმაღლესი განათლება აქვს.
6. ნანა სანდერი - ცხოვრობს გერმანიაში, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი არაა.
7. ბექა ქელეხსაშვილი - ნასამართლევია, განათლება - საშუალო, დასაოჯახებელია.
8. გურიელ ქარდავა - დასაოჯახებელი, ხობიდან
9. აბო ნავერიანი - მესტიიდან, ნასამართლევი არაა, დასაოჯახებელია.
10. ალექსანდრე ხაბეიშვილი - აბაშიდან, განათლება - საშუალო, ჰყავს 5 წლის შვილი.
ბრალდებულების შესახებ კიდევ უფრო მეტს ამ ბლოგში რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ სტატიებზე დაყრდნობით დავწერთ/
ამ ჯგუფიდან მარიამ მეყანწიშვილია ისეთი, ვისაც ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში სდებენ ბრალს. ნანუ სანდერს - ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და დამხობისკენ საჯაროდ მოწოდებას ედავებიან.
დანარჩენებს - ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობასა და სტრატეგიული ობიექტის დაკავების მცდელობაში ადანაშაულებენ.
არც ერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მოსამართლემ ცალ-ცალკე წამოაყენა ისინი ფეხზე ეკითხება: ცნობენ თუ არა თავს დამნაშავედ....
„არა და არასოდეს“, - ამბობს ნანუ სანდერი.
ფორუმი