გურიელ ქარდავა საჯარო მოხელეა. 2021 წლის 3 დეკემბრიდან დაკავებამდე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე იყო. წარმოშობით სოხუმიდანაა, ცხოვრობს ხობში. უმაღლესი განათლება აქვს. დაამთავრა თბილისის ევროპული უნივერსიტეტი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების მიმართულება.
კითხვაზე დასაოჯახებელია თუ არა, მოსამართლეს უპასუხა; „არ დამცალდა“.
„ვიდეოში ნათელია, რომ გურიელ ქარდავა, არ არის ჩართული ძალადობაში, ის არ აზიანებს არაფერს და არც სამართალდამცველებს ეწინააღმდეგება. შესაბამისად, კვალიფიკაცია ვიდეოში ასახულს არ შეეფერება“, - ამბობს გურიელ ქარდავას ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე.
ხობის საკრებულოს წევრი ბრალს არ აღიარებს.
გურიელ ქარდავა ამბობს, რომ არავის მოწოდებას დამორჩილებია და არავის მოწოდებები
„გაუცნობიერებლად რაღაც ნაბიჯები გადავდგი, მაგრამ იქვე დავემორჩილე კანონიერ მოთხოვნას და უკან დავბრუნდი.. 70 წლის დედასთან და 70 წლის მამიდასთან ერთად ვცხოვრობ, დედა პენსიონერია, თავდებია ჩემთან ერთად ბანკში, იყო მომენტი რომ ვერ გადავიხადე და მას ჩამოაჭრეს პენსია“.
აბო ნავერიანის ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილიც მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს სანაცვლოდ გაუშვან, რადგან აღარ რჩება არც მიმალვის, არც ახალი დანაშაულის ჩადენის და არც მტკიცებულებების განადგურების რისკები.
ალექსანდრე ხაბეიშვილის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, რომ მოსამართლე ვალდებულია გაარკვიოს პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხი.
მისი განცხადებით, საქმიდან არც ერთ მოწმეს ალექსანდრე ხაბეიშვილის წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია, შესაბამისად ხაბეიშვილს არ აქვს მოტივაცია ზემოქმედების მოხდენის.
საძაგლიშვილის თქმით, პროკურორებისთვის არგუმენტი პირველ სხდომაზე იყო, რომ აქციის მონაწილეებიც უნდა დაეკითხათ, ახლა გამოჩნდა, რომ საქმეში ასეთი არავინ არ არის.
მიმალვის ნაწილში ასაბუთებს, რომ ხაბეიშვილი 4 ოქტომბრიდან ორი დღის შემდეგ დააკავეს. იხსენებს კობახიძის განცხადებება და უწოდებს მას “საჯარო მუქარას” და მინიშნებას, რომ დაიჭერდნენ, თუმცა “ხაბეიშვილი არ მიმალულა”. სთავაზობს სხვა ალტერნატიული გზები გამოიყენეთ მიმალვის რისკების დასაზღვევათო.
“ჩვენ წარდგენილი გვაქვს ალექსანდრეს შვილის ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია, ის მრავალშვილიანია, ევა ხაბეიშვილი შშმ პირია, აქ ვერ მკურნალობენ და თურქეთში მიყავდათ მშობლებს. მიიღეთ ეს გარემოება მხედველობაში”, - თქვა მან.
ფორუმი