Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გროზნოში სავარაუდოდ, დრონებით შეტევა იყო ცათამბჯენების კომპლექსზე


ფოტო არქივიდან. ცათამბჯენების კომპლექსი „გროზნო-სიტი"
ფოტო არქივიდან. ცათამბჯენების კომპლექსი „გროზნო-სიტი"

დღეს დილით აფეთქებები იყო ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში. რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა გროზნოს ცენტრში მდებარე ცათამბჯენების კომპლექს „გროზნო-სიტიზე“.

ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილმა ტელეგრამ-არხმა NYISO-მ, შემდეგ კი რამდენიმე რუსულმა და უკრაინულმა ტელეგრამ-არხმაც.

ამ წყაროებით გავრცელებული ცნობების, ფოტოებისა და ვიდეომასალების მიხედვით, აფეთქებამ ერთ-ერთი ცათამბჯენის რამდენიმე სართული დააზიანა და შენობაში ხანძარია.

ინფორმაცია დრონებით შეტევის შესახებ სხვა წყაროებით ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

„გროზნო-სიტი“ ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვის რეზიდენციის მახლობლად მდებარეობს. ცათამბჯენში, რომელზეც სავარაუდოდ, შეტევა იყო, ზოგიერთი სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს ოფისიცაა.

არც ადგილობრივ და არც ცენტრალურ ხელისუფლებას გროზნოში აფეთქების შესახებ არაფერი უთქვამთ. ამასთან, დაახლოებით დილის შვიდის ნახევრისთვის რუსეთის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სააგენტომ დროებით დახურა გროზნოს აეროპორტი. მსგავს ზომებს დრონებით შეტევის საფრთხის დროს მიმართავენ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG