Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად მინიმუმ 25 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა


ღამის კლუბის დამწვარი შენობა. 7 დეკემბერი, 2025.
ღამის კლუბის დამწვარი შენობა. 7 დეკემბერი, 2025.

ინდოეთის შტატ გოაში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 25 ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. კლუბი Birch by Romeo Lane მდებარეობს სოფელ არპორაში, პოპულარულ პლაჟთან ახლოს.

დაღუპულთაგან თოთხმეტი იყო თანამშრომელი, ოთხი კი - ტურისტი. დანარჩენების ვინაობა არ არის დადგენილი.

როგორც The Times of India წერს თვითმხილველებზე დაყრდნობით, ხანძარი დაახლოებით შუაღამისას გაჩნდა, როდესაც კლუბში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა. შტატის პოლიცია ვარაუდობს, რომ ხანძარი გაზის ბალონის აფეთქებამ გამოიწვია.

გოას პრემიერ-მინისტრმა პრამოდ სავანტმა განაცხადა, რომ კლუბის მფლობელების დაპატიმრების ორდერი გაიცა, ხოლო კლუბის მენეჯერი და სხვები უკვე დაკავებულები არიან. მან ასევე დასძინა, რომ მან გამოძიების თაობაზე განკარგულება გასცა იმის დასადგენად, შეესაბამებოდა თუ არა შენობა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების რეგულაციებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG