Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულთა სასამართლო - ლაივბლოგი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადორაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი

14:46 10.12.2025

14:40 -„გაზისგან თვალები ამეწვა, ვერ ვსუნთქვდი, ცალი ხელით თვალები დავიფარე და მეორე ხელს ვიქნევდი, რომ ვინმე მომშველებოდა და სასწრაფომდე მივეყვანე. ხელის ქნევა თუ მოწოდებაა არ ვიცი, ვიდავოთ..“ - განაცხადა ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ და შემდეგ დღევანდელობა ფილმ „ცისფერ მთებს“ შეადარა, - „არ მჯერა, რომ ვაჟა ზაზაევიჩი ატარებს ჩემს სასამართლო და ისევე ჩამოგვენგრევა ეს ქვეყანა, როგორც ის შენობა ჩამოინგრა... საზოგადოებას მოვუწოდებ, არ გამოტოვოთ ეს პროცესები, არ გამოტოვოთ „ცისფერი მთების“ ახალი სერიალი“.

14:29 10.12.2025

14:20 - ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ სწორედ ხელისუფლებამ მიიტაცა სტრატეგიული ობიექტები და შექმნა ძალადობრივი დაჯგუფებები ხალხის, ჟურნალისტების დასარბევად. „მაგრამ როგორც ბიძინა ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება არაბული, თეთრი რაში, რამდენი არაბიც არ უნდა ჩამოიყვანოს საქართველოში, ისე საქართველო არ გარუსდება. ყველაფერი მაგრად იქნება! ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

13:49 10.12.2025

ბრალდებული პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ბრალდების მხარე გადაჭარბებულად აფასებს მის შესაძლებლობებს: „მართლა ვიოცნებებდი, მე პაატა მანჯგალაძე ვიყო ისეთი პოლიტიკოსი, 100 ათასი კაცი შევკრიბო. ზვიად გამსახურდიასავით, მერაბ კოსტავასავით დავუძახო ხალხს და 100 ათასი კაცი გამოვიდეს. არც კი შევკრებივათ, კაცო. ორგანიზება კი არა, ხაჭაპური არ გვიჭამია ერთად“, - განაცხადა მან.

13:44 10.12.2025

13:40 - მურთაზ ზოდელავამ პატიმარ ჭავჭანიძეს, რომელიც მეთორმეტე დღეა შიმშილობს, სთხოვა შეწყვიტოს შიმშილობა.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG