Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო: იკითხება ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება აქტივისტების თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო. ისინი 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.

დაცვის მხარის ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ყოფილი ფეხბურთელი დანით შეიარაღებული მივიდა რუსთაველზე და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დანის არსებობას სამი მოწმე ადასტურებს.

14:40 17.12.2025

14:15 - მოსამართლე აფრთხილებს მოწმეს ცრუ ჩვენებაზე. ბექა გოცირიძემ რელიგიური ფიცი დადო.

14:39 17.12.2025

14:14 - სხდომათა დარბაზში შემოდის ბექა გოცირიძე. მისი დაკითხვა იწყება.

14:39 17.12.2025

საქმეს განიხილავს, მოსამართლე ელენე გოგუაძე.

14:39 17.12.2025

14:12 - სხდომათა დარბაზში ფეხზე დგება და დამსწრეებს მიმართავს ადვოკატი, ომარ ფურცელაძე:

„ახლა იკითხება დაზარალებული, ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ რეპლიკებისგან, მესმის და ვიცი თქვენი დამოკიდებულებები, მესმის, რომ რთული იქნება, მაგრამ მოსამართლე სხდომას დახურავს, ისევ თოკოსთვის და ისევ მინდიასთვის, ძალიან გთხოვთ".

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG