Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო: იკითხება ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება აქტივისტების თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო. ისინი 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.

დაცვის მხარის ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ყოფილი ფეხბურთელი დანით შეიარაღებული მივიდა რუსთაველზე და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დანის არსებობას სამი მოწმე ადასტურებს.

14:37

დღევანდელ სხდომაზე ბექა გოცირიძე იკითხება.

14:37

14:07 - პროევროპული აქციის მონაწილეების, თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება. დღეს დაიკითხება ბექა გოცირიძე, ყოფილი ფეხბურთელი და „ქართული ოცნების“ ღიად მხარდამჭერი. მას ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს.

14:37

14:10 - თოშხუასა და შერვაშიძეს ედავებიან 1 აგვისტოს პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე ჯგუფურ ძალადობას.

14:38

14:12 - თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ედავება თავდასხმას ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეზე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია - ეს დასტურდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოებითაც.

აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლი არიან.

თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს მიაყენა შეურაცხყოფა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG