14:48 - ბექა გოცირიძე ამბობს, რომ საჯარო მოსამსახურეა და თბილსერვისშია დასაქმებული. ეს სამსახური თბილისის მერიას ექვემდებარება.
14:43 - კითხვებს სვამს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.
- ჩვენებაში რამდენიმე ეპიზოდია ტკივილის - ხელის მოხვედრით ტკივილის განცდა, თავის არეში მუშტის დროს ტკივილის განცდა და დაცემისას... ეს ტკივილი იყო ძლიერი ტკივილი?
- არა ეგეთი არ ყოფილა... ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ საგანგაშო არა, ბატონო მოსამართლე... მეც მოვიქნიე... მეც ვჩხუბობდი...
- ტკივილი ვისი დარტყმისას მიიღეთ ამის განცდა გქონდათ?
- მინდიასთან მომივიდა კამათი....
- პრეტენზია თუ გაქვთ ბრალდებულების მიმართ?
- არა.
- მათი პატიმრობაც არ გსურთ...
- არა.
- არც შიშის განცდა გექნებათ თუ ისინი გარეთ იქნებიან?
- არა.
დაამატა - რომ გამოუშვან ძალიან გამიხარდებაო.
იქამდე მან, მინდია შერვაშიძეს ძმის გარდაცვალება მიუსამძიმრა. ბრალდებული აქტივისტი ძმის გასვენებაში ბადრაგებმა მცირე ხნით მიიყვანეს.
ბექა გოცირიძე ამბობს, რომ კახა კალაძის ღონისძიებიდან მოდიოდა, დანა მანქანაში დატოვა. ის უდასტურებს ადვოკატებს, რომ ცნობილი იყო მისთვის რუსთაველის გადაკეტვის თაობაზე.
კითხვებს სვამს ადვოკატი დათო კუპრავა:
- ორეული ხომ არ გყავთ, ვინც სოციალურ ქსელში განცხადებებს აკეთებს? თქვენი განწყობა რუსთაველის პროტესტის მონაწილეების მიმართ იყო თუ არა საზოგადოებისთვის ცნობილი? პოზიციონირებდით თუ არა აგრესიულად?
- დიახ.
- სხვა გზით რატომ არ წახვედით?
- ვნანობ ამ ყველაფერს ახლა რომ ვფიქრობ, შემეძლო სხვა მხრიდან გავლა.
- მიზანმიმართული ჟესტი იყო?
- მიზანმიმართული არა, არ მეგონა, რომ ასეთი რამე მოხდებოდა, მეც ვნანობ.
- სინანული რაში გამომდინარეობს?
- ადამიანური მომენტია, ადამიანები ვართ.
- პროკურორს უკითხავს თუ არა, პრეტენზია ხომ არ გქონდათ რომ ეს ბიჭები გირაოთი გამოსულიყვნენ ან ხელი მოგეწერათ, რომ პრეტენზიას არ გამოთქვამდით.
- არა.
[პროკურორი ერევა - მაგას მაშინ გავაკეთებდით, როცა აღიარებდნენ ბრალდებულებიო]
- ჩვენება წაიკითხეთ, როცა დანაზე სასაუბროდ მიხვედით?
- გამომძიებელმა მკითხა დანა გქონდაო?
- ეს ხომ თქვენი ხელმოწერაა?
- კი, კი, წავიკითხე...
- აქ წერია რომ 18-ში აღიდგინეთ მარტვილში.
- დიახ, მარტვილში ვიყავი და ვიდეოები ვნახე ფეისბუქზე,
- თქვენ თქვით, რომ დანა მანქანაში გქონდათ, რატომ წამოიღეთ?
- არ ვიცი, არ დავტოვე... აგრესია არ მქონია, მეგონა გავივლიდი,
- ტკივილი როდის იგრძენით, როცა ხელი მოგხვდათ, თუ როცა წაიქეცით?
- წაქცევის დროს უფრო ვიგრძენი...
- მე რომ ხელი დაგარტყათ, შეიძლება იგრძნოთ, რომ ხელი მოგხვდათ და არა გეტკინათ.
- რა თქმა უნდა.
14:36 - პროკურატურამ კითხვების დასმა დაასრულა. დაკითხვას იწყებს დაცვის მხარე.
ფორუმი