„მე დანა მედო, არ დამიმალია... დანისკენ ხელი არ წამიღია, სამჯერ წამაქციეს და ამომივარდა... შემთხვევის დღეს დანა არ გამომიყენებია".
პროკურორი ეკითხება ეს როდის გაგახსენდათო?
გოცირიძე: ვიცოდი, დანა ამომივარდა და ვისიაო...
გოცირიძე ამბობს, რომ სამ ადამიანს შორის ამოიცნო ის პირები, რომლებთანაც კონფლიქტი მოუვიდა.
ბექა გოცირიძის თქმით, პოლიციელმა მას ანახა დანა:
„რა დანაც მქონდა ის იყო, მაგრამ ჩემი დანა იყო თუ არა, არ ვიცი... სიმართლეა, დანაზე ხელი არ წამივლია... იძახდნენ, დანა აქვსო....ტვ პირველზე ვუყურე იძახდნენ... დანა არ ამომიღია, ამომივარდა... მივდიოდი სახლში... ახმეტელზე ვცხოვრობ, რუსთაველიდან ვაპირებდი წასვლას... მივდიოდი რა ჩემთვის, არ შეიძლება გავიარო რუსთაველზე?"
„ან გირაოთი არ შეიძლებოდა აქამდე? ამხელა ის მოჰყვა ამ ამბავს, ადამიანები ვართ", - ამბობს ბექა გოცირიძე და ამატებს: „არც კამერა მეჭირა და არაფერი... მაბრალებენ პროვოკაცია მოაწყოო... ტელეფონი მეჭირა ხელში, სულ არ ვიცნობდი ამ ბიჭებს".
ფორუმი