Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო: იკითხება ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება აქტივისტების თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძის სასამართლო. ისინი 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მათ ყოფილ ფეხბურთელ ბექა გოცირიძეს სცემეს.

დაცვის მხარის ადვოკატი ომარ ფურცელაძე ამბობს, რომ ყოფილი ფეხბურთელი დანით შეიარაღებული მივიდა რუსთაველზე და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ჩხუბი მოჰყვა. დანის არსებობას სამი მოწმე ადასტურებს.

14:55 17.12.2025

ის უდასტურებს თორნიკე თოშხუას, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეები მისთვის „უსამშობლოები და აკაცუკები“ არიან.

14:56 17.12.2025

- რაში იყენებთ დანას? - ეკითხება თოშხუა.
- ვაშლის დასაჭრელად, ხორცის დასაჭრელად.
- ხორცს მანქანაში ხომ არ ჭრით?
- რატომ არა.
- მომხდარიდან ხომ არავის მოუხდენია თქვენზე ზეწოლა?
- არა...

14:56 17.12.2025

დაცვამ დაკითხვა დაასრულა.

15:10 17.12.2025

14:53 - პროკურორი ნინო ჟვანია აზუსტებს კითხვას, როდის გაგახსენდათ, რომ დანა გქონდათო?

- როცა ჩვენება მივეცი.
- სიუჟეტი რომ ნახეთ, მერე?
- დიახ. - პასუხობს გოცირიძე.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG