ხელისუფლება გეგმავს 2026 წლის 1 მარტამდე შექმნას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა შესახებ “სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა”, სადაც ასევე მოხვდებიან “ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებული პირები” - მიზანი “საზოგადოებრივი უსაფრთხოებისკენ მიმართული მექანიზმების ეფექტიანი ფუნქციონირებაა”.
“პრობლემური მოქალაქეების” რეესტრის იდეას კონტროლის და რეპრესიების საშიშ იარაღად მიიჩნევენ ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, ნარკოლოგები და ადიქტოლოგები - პროფესიული წრეები თვლიან რომ ეს არის ყველაზე მარტივი და კარგად აპრობირებული გზა ადამიანის ღირსებისა და რეპუტაციის გასანადგურებლად.
“ოცნების” ახალ ინიციატივას ფსიქოთერაპევტ ელენე ჯაფარიძესთან ერთად განვიხილავთ.
ფორუმი