„თქვენ კარგად იცით, რომ მურთაზ ზოდელავას გამოძიებისთვის ხელი არ შეუშლია, მტკიცებულების ნაწილში მაქსიმუმ შეიძლებოდა ყოფილიყო 369 მუხლის მცდელობა მაქსიმუმ, თუ ლევას განემარტებოდა ჩხრეკაზე და ამოიღებდნენ და ამ დროს გატაცებას შეეცდებოდა მურთაზ ზოდელავა, მერე შეიძლებოდა, ასეთი აქ არაფერი არ არის, მურთაზ ზოდელავა უნდა გაამრთლოთ“, - ამბობს ბექა ბასილაია.
შესავალ სიტყვას ამბობს, მურთაზ ზოდელავას ადვოკატი, ბექა ბასილაია. მისი თქმით, მურთაზ ზოდელავა იყო ლევან ხაბეიშვილის გვერდით, როცა ის დააკავეს, არავის არ ჰქონდა ინფორმაცია და არ ჩაუყენებიათ პოლიციელებს საქმის კურსში, რომ ლევან ხაბეიშვილის ჩხრეკა ტარდებოდა. ლევანმა მურთაზს ტელეფონი გაუწოდა და მან გამოართვა, რის შემდეგაც დააკავეს.
ახლა მხარეები მომდევნო სხდომის თარიღებზე თანხმდებიან. ლევან ხაბეიშვილი ითხოვს, რომ სხდომები სწრაფად ჩატარდეს და არ გაიწელოს. ის სამარტოო საკანშია და გარე სამყაროსთან კომუნიკაცია აქვს აკრძალული, მათ შორის ოჯახის წევრებთან.
„ოთხი თვეა ჩემს თავს ველაპარაკები, ლაპარაკის გამო ვარ დაჭერილი, ლაპარაკის გამო...იმედია, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ, ევროპულ სასამართლოში მაინც", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ის მადლობას უხდის შვილების პედაგოგებს, სახელსა და გვარს არ ასახელებს.
„როცა ციხეში გამომკეტეს უარი თქვა მიიღოს ანაზღაურება ჩემი შვილისგან....ეს არის ჩემი სიმდიდრე, რომ მისი პედაგოგი არ ართმევს თანხას, რადგან იცის, რომ მათი მამა კეთილსინდისიერია...ჩემმა შვილებმა მინდა იცოდნენ, რომ სადაც არ უნდა ვიყო ყველგან დაგხვდებათ ჩემი კაცობა, ადამიანობა და სიმართლე, მიყვარხართ".
ხაბეიშვილმა სიტყვა დაასრულა.
ფორუმი