Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში განიხილავენ, როგორ მოილაპარაკონ პუტინთან


ემანუელ მაკრონის და ვლადიმირ პუტინის ბოლო შეხვედრა მოსკოვში, კრემლში. 7 თებერვალი, 2022 წელი
ემანუელ მაკრონის და ვლადიმირ პუტინის ბოლო შეხვედრა მოსკოვში, კრემლში. 7 თებერვალი, 2022 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია 21 დეკემბერს მიესალმა კრემლის მზადყოფნას რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებს შორის დიალოგისთვის. „ჩვენ მივესალმებით კრემლის საჯარო თანხმობას ამ მიდგომის გამო.

უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ, თუ როგორ გავაგრძელოთ გზა“, - ნათქვამია ელისეს სასახლის განცხადებაში. მასში ნათქვამია, რომ დიალოგი უნდა წარიმართოს ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან და უკრაინასთან კოორდინაციით და მისი მთავარი მიზანი უნდა იყოს მშვიდობა.

ევროკავშირის სამიტის შემდეგ, რომელზეც გადაწყდა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფა, მაგრამ ვერ მიაღწიეს შეთანხმებას გაყინული რუსული აქტივების ამ მიზნით გამოყენებაზე, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებებში უფრო აქტიური როლის შესასრულებლად, ევროპამ უნდა „იპოვოს გზა რუსეთთან დიალოგის განახლებისთვის“, რომელსაც, მისი თქმით, ამჟამად აშშ აწარმოებს. მაკრონმა აღნიშნა, რომ ეს დიალოგი ღია და კოორდინირებული უნდა იყოს უკრაინასთან. მან ასევე თქვა, რომ „ისევ სასარგებლო იქნებოდა“ ვლადიმირ პუტინთან საუბარი.

მაკრონი და პუტინი ბოლოს მოსკოვში 2022 წლის თებერვალში შეხვდნენ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე სულ რაღაც რამდენიმე დღით ადრე. შეჭრის შემდეგ მათ რამდენჯერმე ისაუბრეს ტელეფონით. შემდეგ კონტაქტი შეწყდა, მაგრამ მიმდინარე წლის ივლისში, ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, მაკრონმა პუტინს კვლავ დაურეკა. საუბარს შედეგი არ მოჰყოლია.

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ პუტინმა მაკრონთან დიალოგის სურვილი გამოთქვა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG