ეპსტინის მსხვერპლთა მიერ აღშფოთება გამოითქვა მას შემდეგ, რაც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არასრულწლოვანებით ვაჭრობასა და სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული, გარდაცვლილი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპსტინის წინააღმდეგ აღძრული საქმეების ჩანაწერების დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობის ტექსტები გაშავებული, ხოლო ფოტოები ცენზურის მიერ გადარჩეული.
გენერალური პროკურორის მოადგილემ, ტოდ ბლანშმა, დაიცვა იუსტიციის დეპარტამენტი და გადაწყვეტილება რამდენიმე ჯგუფური ფოტოს, მათ შორის, სულ მცირე, ერთზე ტრამპის გამოსახულების ამოღების შესახებ.
„არსებობდა შეშფოთება ამ ქალებთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, ამ ფოტოს გამოქვეყნების გამო“, - განუცხადა ბლანშმა, პრეზიდენტის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა NBC-ის გადაცემა "Meet the Press-ში", - „ამიტომ, ჩვენ ეს ფოტო მოვხსენით. მას არაფერი აქვს საერთო პრეზიდენტ ტრამპთან“.
როდესაც ჰკითხეს, მოხდა თუ არა რომელიმე მასალის ცენზურაში გატარება პოლიტიკური მოსაზრებით - რაც უკანონო იქნებოდა - ბლანშმა უპასუხა: „აბსოლუტურად, კატეგორიულად არა“.
იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ეპსტინის მსხვერპლი დაიცვა მასალების ცენზურით - ადგილების გაშავებით.
ტრამპმა სცადა ხელი შეეშალა ეპსტინთან დაკავშირებული ფაილების გამჟღავნებისთვის. პრეზიდენტმა საბოლოოდ დათმო კონგრესის - მათ შორის საკუთარი პარტიის წევრების - მზარდი ზეწოლა და ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მასალის გამოქვეყნებას ავალდებულებდა.
ტრამპი ოდესღაც ეპსტინის ახლო მეგობარი იყო, რეგულარულად ესწრებოდა წვეულებებს, მაგრამ მასთან ურთიერთობა დაპატიმრებამდე წლებით ადრე გაწყვიტა და თვლის, რომ რამეში მისი დადანაშაულების საფუძელი არ არსებობს. ეპსტინი 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაიცვალა სასამართლო პროცესის მოლოდინში.
დემოკრატიული წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა, ჰაკიმ ჯეფრისმა, გადაცემა „This Week“-ში განაცხადა, რომ იუსტიციის უწყების მოხელეებმა 15 დღის განმავლობაში კონგრესს წერილობითი ახსნა-განმარტება უნდა მიაწოდონ იმის შესახებ, თუ რატომ დამალეს დოკუმენტები.
„რა თქმა უნდა, როგორც ჩანს, ეს თავდაპირველი დოკუმენტის გამოქვეყნება არასაკმარისია“, - თქვა ჯეფრისმა.
21 დეკემბერს Reuters-ი იტყობინებოდა, რომ ტრამპის ფოტოს შემცველი ერთი ფაილი, როგორც ჩანს, 20 დეკემბერს წაიშალა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მასალებიდან.
ეს სურათი იუსტიციის დეპარტამენტის ვებსაიტიდან წაშლილ 16-მდე ფოტოს შორის იყო, იტყობინებოდნენ The New York Times-ი, NPR-ი და Associated Press-ი.
ფორუმი