„დიალოგი შედგა (აშშ) პრეზიდენტ ტრამპის ხედვის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხელშეწყობაზე, რომლის დროსაც ისრაელმა ხაზი გაუსვა თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საზღვრებთან საფრთხეების თავიდან აცილების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.
„ისრაელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის, ასევე ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების აუცილებლობის მიმართ“, - წერია დოკუმენტში.
ერთობლივი განცხადების თანახმად, სირიის ახალი მთავრობა და ისრაელი აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ ერთობლივ ჯგუფს შექმნიან, რომელიც სადაზვერვო მონაცემებს გაცვლის და ადგილზე სამხედრო დეესკალაციას უზრუნველყოფს.
პარიზში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სირია და ისრაელი ისწრაფვიან „ორივე ქვეყნისთვის მდგრადი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეთანხმებების მიღწევისკენ“.
ისრაელმა სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე მოილაპარაკა
ისრაელმა 6 იანვარს დაადასტურა, რომ პარიზში აშშ-ის მხარდაჭერით სირიასთან უსაფრთხოების საკითხებზე გამართა მოლაპარაკება, რომლის მიზანიც რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
ასევე ნახეთ
ყველაზე პოპულარული
1
ფორუმი