Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
კადრი 28 თებერვალს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული და AFP-ის მიერ გადამოწმებული ვიდეოდან: ადამიანები ათვალიერებენ თეირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაზიანებულ ადგილს.
კადრი 28 თებერვალს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული და AFP-ის მიერ გადამოწმებული ვიდეოდან: ადამიანები ათვალიერებენ თეირანზე აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შედეგად დაზიანებულ ადგილს.

აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპა აიათოლა ალი ხამენეი

ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი 28 თებერვალს აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების დროს დაიღუპა.

მთავარი მოვლენები

02:46 9.1.2026
საპროტესტო აქცია თეირანში. 8 იანვარი
საპროტესტო აქცია თეირანში. 8 იანვარი


02:10 9.1.2026

"თეირანში არ არის ინტერნეტი" - წერს X-ზე კიბერუსაფრთხოების ექსპერტი და ციფრული უფლებების დამცველი ამირ რაშიდი, ირანში ინტერნეტთან დაკავშირებული ამჟამინდელ სიტუაციაზე



01:47 9.1.2026

სოციალურ ქსელებში გავრცელებული კადრები, როგორც რადიო თავისუფლების ირანულმა სამსახურმა, რადიო "ფარდამ" დაადგინა, ასახავს თეირანის აიათოლა ქაშანის ბულვარზე 8 იანვრის საღამოს გამართულ მსვლელობას


01:45 9.1.2026

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან ირანის მთავრობას მიაწოდა ინფორმაცია: „თუ ისინი ხალხის კვლას დაიწყებენ“, მაშინ „ჩვენ მათ ძალიან ძლიერ დარტყმას მივაყენებთ“.

„მე მათ ვაცნობე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის კვლას, რასაც ისინი, როგორც წესი, არეულობების დროს აკეთებენ, მათ კი ბევრი არეულობა აქვთ, თუ ისინი ამას გააკეთებენ, ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყამთ“, - განაცხადა ტრამპმა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს“, - ამბობს ის არსებულ ვითარებაზე. - „მათ იციან და მათ ძალიან მკაცრად უთხრეს, იმაზე მკაცრადაც კი, ვიდრე ახლა თქვენ გესაუბრებით - რომ თუ ისინი ამას გააკეთებენ, მათ მოუწევთ სასტიკი პასუხისგება“.

კითხვაზე, თუ რა არის მისი გზავნილი ირანელი ხალხისთვის, ის პასუხობს: „თქვენ მყარად უნდა გწამდეთ თავისუფლების“, რის შემდეგაც მან გააკრიტიკა ის, რაც ქვეყანაში მიმდინარე რეჟიმის პირობებში ხდება.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG