აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ დათანხმდა „ირანის დაბომბვა და თავდასხმა ორი კვირით შეაჩეროს“.
7 აპრილს მან ვადა მისცა ირანს, დათანხმდეს პირობებს, თორემ დაიმუქრა, „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება.“
მოგვიანებით, ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა პაკისტანის - ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავალი ქვეყნის ლიდერებს.
პაკისტანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ირანის ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფოდა.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმების მიღწევისკენ და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ
აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის ხარქის კუნძულზე სამხედრო სამიზნეებზე მიიტანეს იერიში, იტყობინება 7 აპრილს საინფორმაციო სააგენტო Axios-ი აშშ-ის მაღალი რანგის პირზე დაყრდნობით, რომლის ვინაობაც უცნობია.
ტრამპმა კიდევ ერთხელ გააფრთხილა ირანი 7 აპრილს შეთანხმების მიღწევისკენ და თქვა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება“, თუ კონფლიქტის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ.
ირანის "წითელი ნახევარმთვარის" ცნობით, რომელსაც Reuters-ი იმოწმებს, დაიბომბა ირანის რკინიგზა ქარაჯის რეგიონში.
ამავე რეგიონის ზოგიერთ ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა გადამცემ ხაზებზე დარტყმის შედეგად, იტყობინება NOURNEWS-ი.
რკინიგზაზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან ყაზვინიდანაც - ETEMADONLINE-ის ცნობას ავრცელებს Reuters-ი.
ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა არ შეუძლია. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Times-ი წერს. მისი წყაროა ისრაელის და აშშ-ის დაზვერვის სამსახურების ანგარიში, რომელიც დიპლომატიური არხებით გაუზიარეს მოკავშირეებს სპარსეთის ყურეში.
დაზვერვის თანახმად, მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოჯთაბა ხამენეის ირანის ქალაქ ყუმში მკურნალობენ მას შემდეგ, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს, 28 თებერვალს დაიჭრა. ამ დღეს მოკლული იყო მისი მამა, ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი.
რუსეთის დაზვერვამ ირანს გადასცა ისრაელის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 55 მნიშვნელოვანი ობიექტის დეტალური სია. ამის შესახებ 6 აპრილს უკრაინის დაზვერვასთან კავშირის მქონე წყაროზე დაყრდნობით დაწერა ისრაელის ინგლისურენოვანმა გამოცემა The Jerusalem Post-მა.
გამოცემის წყაროს თანახმად, რუსეთისგან მიღებული ინფორმაცია ირანს მისცემს ისრაელის ენერგოსისტემაზე მაღალი სიზუსტის სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობას. ობიექტები დაყოფილია სამ კატეგორიად:
- ელექტროენერგიის წარმოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტები, რომელთა განადგურება ზიანს მიაყენებს ისრაელის ნაციონალურ ენერგოსისტემას. მაგალითად, ელექტროსადგური ოროტ რაბინი.
- ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ენერგოობიექტები, რომლებიც მსხვილ დასახლებულ პუნქტებს ემსახურებიან.
- რეგიონული ქვესადგურები.
საერთაშორისო სამართლით, სამოქალაქო ობიექტების მიზანმიმართულად განადგურება ომის დანაშაულია.
ფორუმი