7 აპრილს მან ვადა მისცა ირანს, დათანხმდეს პირობებს, თორემ დაიმუქრა, რომ „მთელი ცივილიზაცია დღეს ღამით მოკვდება.“
მოგვიანებით ტრამპმა განაცხადა, რომ ესაუბრა პაკისტანის - ვაშინგტონსა და თეირანს შორის შუამავალი ქვეყნის - ლიდერებს.
პაკისტანმა უფრო ადრე განაცხადა, რომ ირანის ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტისკენ ისწრაფოდა.
„პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან და ფელდმარშალ ასიმ მუნირთან საუბრების საფუძველზე, სადაც მათ მთხოვეს, რომ დღეს საღამოს ირანში გაგზავნილი გამანადგურებელი ძალები შევაჩერო იმ პირობით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა დათანხმდება ჰორმუზის სრუტის სრულ, დაუყოვნებლივ და უსაფრთხო გახსნას, ვეთანხმები ირანის დაბომბვისა და თავდასხმების ორი კვირის განმავლობაში შეჩერებას“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ მედიაში.
„ეს იქნება ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტა“, - თქვა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი წერს, რომ მიზეზი ის არის, რომ "ჩვენ უკვე მივაღწიეთ და გადავაჭარბეთ ყველა სამხედრო მიზანს და ძალიან შორს ვართ ირანთან გრძელვადიანი მშვიდობისა და ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის შესახებ საბოლოო შეთანხმების მიღწევისგან.
ჩვენ მივიღეთ 10-პუნქტიანი წინადადება ირანისგან და გვჯერა, რომ ეს არის მისაღები საფუძველი მოლაპარაკებებისთვის.
წარსულში არსებული დავის თითქმის ყველა პუნქტი შეთანხმებულია შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, მაგრამ ორკვირიანი პერიოდი საშუალებას მისცემს შეთანხმებას, საბოლოოდ დასრულდეს", - წერს ტრამპი თავის truth social-ზე და აცხადებს, რომ მისთვის "დიდი პატივია, რომ ეს გრძელვადიანი პრობლემა მოგვარებასთან ახლოსაა".
ირანის უზენაესი უშიშროების საბჭომ დაადასტურა თავისი განცხადებით, რომ შეერთებულ შტატებს 10-პუნქტიანი წინადადება წარუდგინა პაკისტანის მეშვეობით - იტყობინება სახელმწიფო მედია.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევა - იტყობინება AXIOS-ი.
თეთრი სახლის ორი წარმომადგენლის თანახმად, რომელთა გამონათქვამსაც Reuters-ი ავრცელებს, ისრაელი ასევე დათანხმდა ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას და დაბომბვის შეჩერებას.
ფორუმი