Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის ჯ.დ. ვენსის ჩასვლა პაკისტანში. 11 აპრილი, 2026 წელი

ირანის და აშშ-ის დელეგაციები პაკისტანში არიან სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის

აშშ-სა და ირანის წარმომადგენლები 11 აპრილს პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში ჩავიდნენ ექვსკვირიანი ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებისთვის. მანამდე თეირანმა მოლაპარაკება ეჭვქვეშ დააყენა, როცა განაცხადა, რომ ის ვერ დაიწყებოდა ლიბანში ზავის და სანქციების შერბილების პირობების გარეშე.

მთავარი მოვლენები

20:48 11.1.2026

სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, სადაც ახალგაზრდა კაცი ლონდონში, ირანის საელჩოდან შენობაზე ადის.

ვიდეომასალაში ჩანს მამაკაცი, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარე საელჩოს აივანზე ადის და სახელმწიფო დროშას ისლამურ რევოლუციამდელი დროშით ცვლის, რომელზეც ლომი და მზეა გამოსახული; აღნიშნულ სიმბოლიკას ხშირად იყენებენ ირანული ოპოზიციური ჯგუფები.

21:15 11.1.2026

ირანის სახელმწიფო მაუწყებელი, IRIB-ი - ერთ-ერთი იმ რამდენიმე მედიასაშუალებიდან, რომლებისთვისაც ინტერნეტი კვლავაც ხელმისაწვდომია - აქვეყნებს ვიდეოჩანაწერს, რომელიც ასახავს ცხედრებს თეირანში მდებარე საწყობის დიდ შენობაში - თუმცა მაუწყებელი ადამიანების სიკვდილს "დემონსტრანტებს" აბრალებს.

რეპორტაჟში დაკონკრეტებული არ არის თეირანის უბანი, საწყობის მდებარეობა, ან სხვა დეტალები. რეპორტაჟი 11 იანვარს გავრცელდა.

21:41 11.1.2026

თეირანში, ქაჰრიზაქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიწაზე ასვენია ცხედრები, მათ გარშემო კი ხალხი დგას.

ფოტოს შინაარსი შეიძლება აგრესიულად ან უსიამოვნოდ ჩათვალოთ
21:51 11.1.2026

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ 11 იანვარს გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა, რომ ისრაელი „ყურადღებით აკვირდება ირანში განვითარებულ მოვლენებს“. მან დასძინა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ირანელი ხალხის „ბრძოლას თავისუფლებისთვის და მკაცრად გმობს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივ ჟლეტას“.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა, გასულ უქმეებზე შეხვედრები გამართა ირანში პროტესტის გამწვავების შემდეგ შექმნილი ვითარების შესაფასებლად.

გამოცემა The Times of Israel-ის თანახმად, ისრაელის სამხედრო ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ანტისამთავრობო პროტესტს ირანის შიდა საქმედ მიიჩნევს და თვლის, რომ ის პირდაპირ კავშირში არ არის ისრაელის უსაფრთხოებასთან, თუმცა ვითარებაზე დაკვირვებას განაგრძობს.


ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG