Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი
ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი ნარგეს მოჰამადი

ირანში 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს ნობელის პრემიის ლაურეატ უფლებადამცველ ნარგეს მოჰამადის - ლაივბლოგი

ფასების ზრდის, ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო ირანელები ქუჩებში გამოვიდნენ - ეს ქვეყანაში ისლამური რეჟიმისთვის წლების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხის შემცველი საპროტესტო გამოსვლებია.

მთავარი მოვლენები

01:06 18.1.2026

ტრამპი: ხამენეი პასუხისმგებელია „ისეთი მასშტაბის ძალადობაზე, რომელიც მანამდე არასდროს გვინახავს“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი პასუხისმგებელია ირანის „სრულ განადგურებაზე“. ეს განცხადება გაკეთდა რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ხამენეიმ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე პროტესტებს „ამერიკული ამბოხი“ უწოდა და თქვა, რომ „ამერიკამ პასუხი უნდა აგოს“.

„ის, რაშიც მას, როგორც ქვეყნის ლიდერს, ბრალი მიუძღვის, არის ქვეყნის სრული განადგურება და ისეთი მასშტაბის ძალადობის გამოყენება, რომელიც მანამდე არასდროს გვინახავს“, - განუცხადა ტრამპმა Politico-ს 17 იანვარს.

„იმისათვის, რომ ქვეყანამ ფუნქციონირება განაგრძოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფუნქციონირება ძალიან დაბალ დონეზეა, ხელმძღვანელობა ორიენტირებული უნდა იყოს საკუთარი ქვეყნის ჯეროვნად მართვაზე, როგორც მე ვაკეთებ ამას შეერთებულ შტატებში, და არა ათასობით ადამიანის დახოცვაზე კონტროლის შესანარჩუნებლად“, - თქვა მან. - „ლიდერობა ეფუძნება პატივისცემას და არა შიშსა და სიკვდილს“.

ტრამპის ეს ბოლო კომენტარები მოჰყვა მის განცხადებას იმის შესახებ, რომ მან გადაწყვიტა არ განეხორციელებინა სამხედრო დარტყმები ირანის წინააღმდეგ. სამხედრო მოქმედებებისგან თავის შეკავების გადამწყვეტ ფაქტორად მან თეირანის მიერ ასეულობით დაგეგმილი სიკვდილით დასჯის სავარაუდო გაუქმება დაასახელა.

„საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც კი მას ოდესმე მიუღია, იყო ის, რომ ორი დღის წინ 800-ზე მეტი ადამიანი არ ჩამოახრჩო“, - აღნიშნა ტრამპმა.

მანამდე ტრამპმა გააფრთხილა ირანი, რომ ის შეერთებული შტატების მხრიდან „ძალიან სერიოზულ ზომებს“ დაუპირისპირდებოდა, თუ დაკავებული მომიტინგეების სიკვდილით დასჯის მუქარას აღასრულებდა.

14:49 18.1.2026

ირანში ინტერნეტკავშირი თითქმის ნულამდე დაეცა

არსებობდა გარკვეული იმედისმომცემი ნიშნები იმისა, რომ ირანში ინტერნეტი აღდგენას იწყებდა - NetBlocks-ის მონიტორინგის მონაცემებმა აჩვენა, რომ 17 იანვარს ჩართული მომხმარებლების რაოდენობა გაიზარდა, თუმცა მცირედით. თუმცა მოგვიანებით NetBlocks-მა განაცხადა, რომ მოკლევადიანი და შეზღუდული მატების მიუხედავად, ინტერნეტკავშირი სწრაფად დაუბრუნდა და კვლავ რჩება „თითქმის ნულოვან“ ნიშნულზე.

NetBlocks-ის ბოლო ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ინტერნეტი მე-10 დღეა, გათიშულია, კვლავ არსებობს სერიოზული გაურკვევლობა იმის შესახებ, აპირებს თუ არა მთავრობა უახლოეს მომავალში სერვისების აღდგენას. ამავდროულად, სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ISNA-მ 17 იანვარს, „შესაბამის მაღალჩინოსნებზე“ დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ინტერნეტი „ეტაპობრივად და თანდათანობით“ ჩაირთვებოდა. საინფორმაციო სააგენტოს დამატებითი დეტალები არ გამოუქვეყნებია და არც შესაძლო აღდგენის ვადებსა თუ მასშტაბებზე უსაუბრია.

ირანელები სასოწარკვეთილად ცდილობენ გაავრცელონ რეჟიმის სასტიკი დარბევის მტკიცებულებები თითქმის სრული ინტერნეტ-ბლოკადის პირობებში. მიუხედავად ამისა, მცირე „ხვრელები“ მაინც რჩება და "შემზარავი ინფორმაცია" მაინც ახერხებს გამოჟონვას.

Telegram-არხმა Civil Protest Bazaar-მა 17 იანვარს გავრცელებულ ერთადერთ შეტყობინებაში დაწერა: „რაშთის ბაზარი სრულად განადგურებულია“ და ირანში ბაზრობის ზოგიერთი მფლობელი „ამ გზაზე დაიღუპა“. ეს ბაზარი ჩრდილოეთ ირანის ქალაქ რაშთის ცნობილი ტრადიციული სავაჭრო ცენტრია.

„ჩვენ ვცდილობთ გამოვაქვეყნოთ ყველა კადრი, დოკუმენტი და მონათხრობი“, - წერს არხი. - „ჩვენმა არხმა ცხრა დღის განმავლობაში ვერ შეძლო ვერცერთი პოსტის გამოქვეყნება მთავრობის მიერ ინტერნეტის გათიშვის გამო. ეს დუმილი გულგრილობით არ არის გამოწვეული; ეს არის ცენზურის, რეპრესიებისა და სამყაროსთან ხალხის საკომუნიკაციო საშუალებების ჩაკეტვის შედეგი“.

შეტყობინება გრძელდება: „ამ დღეებში უდიდესი დანაშაული იქნა ჩადენილი. დაუცველი ადამიანები - კაცები და ქალები, ბავშვები და მოხუცები - გახდნენ იმ ძალადობის სამიზნე, რომელსაც ისტორია არ დაივიწყებს. ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ციფრები, მაგრამ ვიცით, რომ საუბარია ათასობით ადამიანზე“.

17:30 18.1.2026

ირანის ოფიციალური წარმომადგენელი: „უმკაცრესი სასჯელი“ „მტრულად“ განწყობილებისთვის. დემონსტრაციების ჩახშობის ახალი დეტალები

18 იანვარს კვლავ ვრცელდება ირანის მთავრობის მიერ საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ახალი დეტალები. ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „მტრულად განწყობილებს“ „ყველაზე მკაცრი ისლამური სასჯელი“ ელით.

ირანის სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ასღარ ჯაჰანგირმა, 18 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსამართლეებს თავისუფალი არჩევანი ექნებათ დემონსტრანტებისთვის განაჩენის გამოტანისას.

ჯაჰანგირმა ეს თქვა ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ვაშინგტონმა, როგორც ჩანს, თეირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისგან უკან დაიხია პირობის შემდეგ, რომ დემონსტრანტებს სიკვდილით დასჯა არ დაემუქრებოდათ.


ასღარ ჯაჰანგირი
ასღარ ჯაჰანგირი

ირანიდან წასული მოქალაქეები რადიო
თავისუფლების ირანულ სამსახურს, რადიო „ფარდას“ ქვეყნის შიგნით ვითარების დეტალებზე უამბობენ.

42 წლის მოჰსენ რაშიდის ნათესავებმა განაცხადეს, რომ ის უსაფრთხოების ძალების მიერ ფეხში დაჭრის შემდეგ სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა. ისინი ჰყვებიან, რომ ცხედრის გადმოსაცემად ათასობით დოლარის გადახდა მოუწიათ.

სხვა ინტერვიუში, პენსიონერმა, რომელმაც ირანი 17 იანვარს დატოვა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ „ღამით სრული განცდაა
საომარი მდგომარეობისა... შეიარაღებული პირები აჩერებენ მანქანებს, ამოწმებენ მთელ მანქანას და ასევე მობილურ ტელეფონებს“.

17:31 18.1.2026

უსაფრთხოების ძალები, როგორც ამბობენ, მოქალაქეების ტელეფონებს ამოწმებენ

70 წელს გადაცილებულმა კაცმა, რომელმაც ირანი 17 იანვარს დატოვა, რადიო „ფარდას“ განუცხადა, რომ „ღამით სრული განცდაა საომარი მდგომარეობისა... შეიარაღებული პირები აჩერებენ მანქანებს, ამოწმებენ მთელ მანქანას და ასევე მობილურ ტელეფონებს. ისინი ხალხს ტელეფონების
განბლოკვას სთხოვენ“.

უსაფრთხოების ძალები „ამოწმებენ მოქალაქეების აქტივობებს სოციალურ მედიაში, ასევე მათი ტელეფონების ფოტოგალერეებს“, თქვა მან, „რათა მონახონ მტკიცებულებები ინდივიდის საპროტესტო აქციებზე ყოფნის შესახებ“.

ირანელი კაცმა, რომელმაც თქვა, რომ ის თეირანის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს, და იგივე გაიგო სხვებისგან. ხალხი ერთმანეთს აფრთხილებს, რომ „საღამოს 8 საათის შემდეგ სახლში დარჩნენ“, - თქვა მან.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG