„ფორმულა-1“-ის გრან-პრის ეტაპები ბაჰრეინსა და საუდის არაბეთში, რომლებიც აპრილში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საავტომობილო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ (FIA).
ლიბანის გასამხედროებულმა დაჯგუფება ჰეზბოლამ, რომელსაც ირანი უჭერს მხარს, განაცხადა სამხრეთ ლიბანში ისრაელის არმიასთან „პირდაპირი“ შეტაკებების შესახებ. რადიკალური შიიტური ორგანიზაციის ცნობით, ბრძოლები ქალაქ ჰიამში დაიწყო 14 მარტს საღამოს. ჰეზბოლას განცხადებით, შეტაკებებში გამოიყენება „მსუბუქი და საშუალო ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე რეაქტიული ჭურვები“.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა უარყო მედიაში გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს ირანთან ომის პირობებში ისრაელს ბალისტიკური რაკეტების ჩამჭერები ეწურება.
გარდა ამისა, მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ უახლოეს დღეებში ისრაელი ლიბანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გეგმავს. „პასუხი ორივე კითხვაზე არის არა“, განაცხადა საარმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 15 მარტს.
ფორუმი