"დააყენეთ გრენლანდიის ხალხის ადგილას ყირიმელები, თქვენთვის ბევრი რამ ალბათ გასაგები გახდება. მეტიც, ყირიმში ხალხი რეფერენდუმზე წავიდა არაკონსტიტუციური სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში მოსულმა პუტჩისტებმა რუსულ ენას ომი გამოუცხადეს და ყირიმის უზენაესი საბჭოს შტურმით ასაღებად ბოევიკები გაგზავნეს. გრენლანდიაში არავის არანაირი გადატრიალება არ მოუწყვია. უბრალოდ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ტერიტორია მნიშვნელოვანია შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის“, - თქვა ლავროვმა.
მისი სიტყვებით, როდესაც გრენლანდიის გარშემო საკითხებს ამართლებენ, ამბობენ, რომ "მას რუსეთი ან ჩინეთი დაიპყრობს... ამის მტკიცებულება არ არსებობს", - თქვა ლავროვმა.
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა, მოსკოვის მიერ ორგანიზებულ რეფერენდუმზე, რომელსაც სამხედროები ზედამხედველობდნენ.
17 იანვარს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სავაჭრო ტარიფებს დაუწესებს ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მხარს უჭერენ დანიის ტერიტორიულ მთლიანობას და საკუთარი სამხედროები გააგზავნა გრენლანდიაში.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, 10%-იანი ტარიფები პირველი თებერვლიდან დაუწესდება დანიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ნიდერლანდს, ფინეთს, ნორვეგიასა და დიდ ბრიტანეთს. ხოლო თუ შეთანხმება არ შედგება, პირველი ივნისიდან ტარიფები 25%-მდე გაიზრდება.
მისივე თქმით, "გადასახადი შენარჩუნდება მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული შეთანხმება გრენლანდიის სრულ და აბსოლუტურ შესყიდვაზე“.
დანიისა და გრენლანდიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ „გრენლანდია არ იყიდება“ და კუნძულის ბედი შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გადაწყვიტოს. ისინი არ იზიარებენ ტრამპის მტკიცებას, რომ კუნძულს რუსეთის ან ჩინეთის კონტროლის ქვეშ მოხვედრის საფრთხე ემუქრება.
18 იანვარს ერთობლივ განცხადებაში ევროპის რვა ქვეყანამ აღნიშნა, რომ სოლიდარობას უცხადებენ დანიის სამეფოს და გრენლანდიის ხალხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ არქტიკის ამ კუნძულის ანექსიის მუქარის შემდეგ.
„როგორც ნატოს წევრები, ჩვენ ვალდებული ვართ, გავაძლიეროთ არქტიკის უსაფრთხოება, როგორც საერთო ტრანსატლანტიკური
ინტერესი“, - ნათქვამია დანიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდის, ნორვეგიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ განცხადებაში.
„ტარიფების მუქარა ძირს უთხრის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს და სახიფათო დაღმავალი სპირალის საშიშროებას ქმნის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპმა არაერთხელ დაადასტურა გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვების სურვილი. პირველად ეს იდეა მან 2019 წელს, თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადისას გაახმაურა. ტრამპმა განაცხადა, რომ გრენლანდია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამერიკელი სამხედროებისთვის და რომ დანიამ საკმარისი არ გააკეთა მის დასაცავად.
გრენლანდიის სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის მას აშშ-ის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემისთვის მნიშვნელოვან ადგილად აქცევს. მინერალური რესურსებით სიმდიდრე ასევე თანხმობაშია ვაშინგტონის სურვილთან, შეამციროს ჩინურ ექსპორტზე დამოკიდებულება.
გრენლანდიის გარშემო მოლაპარაკების მომდევნო რაუნდს შვეიცარიის ქალაქს დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე მოელიან.
ფორუმი