Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინაგართან გუშინ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია - სუსი


სუსი: მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
სუსი: მოქალაქე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) იუწყება, რომ ოკუპირებულ სოფელ წანაგართან 21 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლეს.

„მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება“, - წერს სუსის პრესცენტრი 22 იანვარს გავრცელებულ ცნობაში.

სუსი მადლობას უხდის „პროცესში ჩართულ ყველა მხარეს დაკავებულის მდგომარეობის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და სწრაფი რეაგირებისთვის“.

20 იანვარს სუსმა განაცხადა, რომ ქარელის სოფელ დვანთან 13 იანვარს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ორი მოქალაქე გაათავისუფლეს.

სამსახური კვლავ აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

  • რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოს მოქალაქეებს ხშირად აკავებენ უკანონოდ, - ზოგჯერ საოკუპაციო ხაზთან, ზოგჯერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - განგრძობადი „ბორდერიზაციის“ პირობებში.
  • რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დეკემბრის მეორე ნახევარში უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ხაშურის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები კაცი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG